ირაკლი კობახიძე - სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

„ქართული ოცნების“ ახლადარჩეული თავმდჯომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა მათთვის სერიოზული გამოწვევაა, თუმცა, ისინი ყველა გამოწვევას გუნდის ერთიანობით უპასუხებენ.

კობახიძის თქმითვე, ის დამოკიდებული იქნება გუნდისა და „ქართული ოცნების“ 44 000 წევრზე.

„მთავარია, რომ გუნდში არის ერთიანობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამოწვევა არის სერიოზული, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს პოლიტიკას და პოლიტიკურ გუნდს, მაგრამ ჩვენ გუნდის ერთიანობით ვუპასუხებთ აბსოლუტურად ყველა გამოწვევას და ამის შედეგებს იხილავს ქართული საზოგადოება. რა თქმა უნდა, მე ვიქნები დამოკიდებული ჩემი გუნდის წევრებზე, დამოკიდებული ვიქნები პოლიტსაბჭოზე, 44 000 წევრზე, რომელსაც აერთიანებს „ქართული ოცნება“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რა კრიტერიუმებით აირჩიეს პოლიტსაბჭოს წევრები, კობახიძე პასუხობს, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო, მთავრობასა და პარლამენტს შორის ბალანსი დაცული ყოფილიყო.

„სხვადასხვა კრიტერიუმი იყო გამოყენებული, პირველ რიგში, პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ბუნებრივია, წარმოდგენილი არიან პარტიის პოლიტსაბჭოში. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ბალანსი, მთავრობასა და პარლამენტს შორის და ხედავთ, რომ დაბალანსებულად არიან წარმოდგენილი მთავრობის წევრები, პრემიერი, მინისტრები და პარლამენტის წევრები პოლიტსაბჭოში. ასევე, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, ახალი სახეები, რომლებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო გუნდს, ასევე წარმოდგენილი ყოფილიყვნენ პოლიტიკურ საბჭოში. სწორედ, ამ კრიტერიუმებით მივიღეთ გადაწყვეტილება“, - განაცხადა კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს