ნინო ბურჯანაძე - ალეკო ელისაშვილის ქცევა მიმართულია იმისკენ, რომ დაიშალოს ოპოზიციური ერთობა

ამ ადამიანებისთვის მთავარი არის არა ვადამდელი არჩევნები, არამედ ნებისმიერ ფასად პარლამენტში შესვლა და შესაბამისად ეძებენ ყველანაირ გზას, რომ როგორმე გაათეთრონ თავიანთი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” პარტია “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რითაც „გირჩისა“ და „მოქალაქეების” ინიციატივას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სასაცილო და კომიკურია, როდესაც ოპოზიციას ოპოზიცია სთავაზობს წინადადებას.

“მე ვერ ვიტყოდი, რომ მათ გარდა არავის არ უნდა შეთანხმება, უბრალოდ მათ გარდა არავის არ უნდა პარლამენტში შესვლა. დანარჩენ ოპოზიციონერებს აინტერესებთ და გვაინტერესებს ვადამდელი არჩევნები. ამ ადამიანებისთვის მთავარი არის არა ვადამდელი არჩევნები, არამედ ნებისმიერ ფასად პარლამენტში შესვლა და შესაბამისად, ეძებენ ყველანაირ გზას, რომ როგორმე გაათეთრონ თავიანთი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ესმით ძალიან კარგად რომ მათი ოპოზიციონერობა საბოლოოდ დამთავრდება იმ დღეს, როდესაც ისინი პარლამენტში შევლენ სხვა ოპოზიციური პარტიების გარეშე. ზოგადად ძალიან სასაცილო და კომიკურია, როდესაც ოპოზიციას ოპოზიცია სთავაზობს წინადადებებს და არა ხელისუფლება. სიმართლე, რომ გითხრათ მე ელისაშვილის ოპოზიციონერობა არც არასოდეს მჯეროდა იმიტომ, რომ არასდროს არ იყო გულწრფელი, ვხედავდი ბევრ რამეს, მათ შორის, იმასაც როგორ ეხმარებოდა მას “ქართული ოცნება” ადგილობრივი თვითმმართველობის წინა არჩევნებზე და მისი ქცევით საბოლოოდ დაადასტურა, რომ ის არ არის რეალური ოპოზიციონერი. მისი ქცევა მიმართულია იმისკენ, რომ დაიშალოს ოპოზიციური ერთობა და ის თამაშობს ბიძინა ივანიშვილის თამაშს”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, “გირჩის” ლიდერები და ალეკო ელისაშვილი მზადოყფნას გამოთქვამენ შეხვდნენ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას და შესთავაზონ წინადადება. ”გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, მათი შეთავაზება მდგომარეობს იმაში, თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციამ გამოიყენოს ტესტად, როგორც პლებისციტის ანალოგ ღონისძიებად იმისათვის, რათა განვსაზღვროთ, როგორია ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა