ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის

ადამიანი მუდმივად მზად უნდა იყოს სეზონურ, ვირუსულ ინფექციებთან საბრძოლველად და მუშაობდეს საკუთარი იმუნური სისტემის გაძლიერებაზე, რაც განაპირობებს ორგანიზმის დაცვას არასასურველი ინფექციებისგან. ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელია მწვავე რესპირაციული ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების სწრაფი და ინტენსიური გავრცელება. წლევანდელი სეზონი კი, მოგეხსენებათ, ბევრად პრობლემური აღმოჩნდა, რადგან ახალი კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა მსოფლიო.

იმუნიტეტი, ეს არის ადამიანის შინაგანი სისტემა, ადამიანის ორგანიზმის თავდაცვის ძირითადი საშუალება, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება: ცილა, უჯრედები, ქსოვილები და ორგანოები. სისტემაში შემავალი სწორედ ყველა ამ რგოლის შეთანხმებული მუშაობა განაპირობებს ძლიერ იმუნიტეტსა და ორგანიზმის თავდაცვით უნარს.

იმუნიტეტის გაძლიერება სხვადასხვა საშუალებებითაა შესაძლებელი.

ცნობილია, რომ ძილი და იმუნური სისტემა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ხარისხიანი ძილი და ეფექტური დასვენება აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას და ეხმარება სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლაში. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ჯანსაღი ძილი აუმჯობესებს იმუნურ უჯრედებს. ვინაიდან 21-ე საუკუნე ესაა სტრესისა და უძილობის ხანა, არსებობს მცენარეული საკვები პროდუქტები, რომლებიც დაგეხმარებათ ძილის რეჟიმის მოწესრიგებაში - ჩაძინებაში და ღრმა ძილში. მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი, დაიძინეთ ადრე, იძინეთ ღრმად და ხარისხიანად და ეს იქნება თქვენი იმუნური სისტემის სიძლიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია.

მიიღეთ მეტი ჯანსაღი საკვები.

ისეთი მცენარეული საკვები, როგორიცაა: ხილი, ბოსტნეული, თხილეული, თესლეული და პარკოსნები მდიდარია ნუტრიენტებით და ანტიოქსიდანტებით, რაც აძლიერებს ორგანიზმის უნარს ებრძოლოს მავნე პათოლოგიებს. ასეთ საკვებში დიდი რაოდენობით შედის ანტიოქსიდანტები, რომლებიც ორგანიზმში წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან.

დაკავდით ვარჯიშით და ზომიერი ფიზიკური აქტივობით. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, რეგულარული, ზომიერი ვარჯიში ეხმარება იმუნურ უჯრედებს ყოველდღიურ აღდგენაში. სასარგებლოა - ფეხით სწრაფი სიარული, ველოსიპედით სეირნობა, სირბილი, ცურვა და მსუბუქი ლაშქრობა. სასურველია, კვირის განმავლობაში ზომიერ ვარჯიშს მინუმუმ 15 წუთი დავუთმოთ.

გარდა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა, დღეს პანდემიისა და სეზონური ვირუსული ინფექციების გავრცელების პერიოდში საინტერესოა ისეთი სამკურნალო საშუალებების გამოყენებაც, რომელებიც ზრდიან სასუნთქი გზების რეზისტენტობასა და გამძლეობას, სხვადასხვა ბაქტერიული თუ ვირუსული ინფექციების მიმართ.

ისმიჟენი - „პერორალური ვაქცინა“ , რომელიც ააქტიურებს იმუნურ სისტემას

ისმიჟენი - შვეიცარიული კომპანია “Lallemand Pharma”-ს მიერ წარმოებული ბაქტერიული წარმოშობის ახალი თაობის იმუნომოდულატორია. ის ერთადერთი პრეპარატია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ლიზისის შედეგად მიღებული სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული ინფექციების უხშირესი გამომწვევები. ისმიჟენი, მიკრობული უჯრედების მექანიკური ლიზისით მიიღება. იგი ორგანიზმში ზრდის დაცვით მექანიზმს იმ მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც სასუნთქი გზების ინფექციებს იწვევენ. ეს განაპირობებს ინფექციების განვითარების პრევენციას და მათთან ორგანიზმის ბრძოლის უნარის ზრდას. ისმიჟენი, როგორც ანტიგენების ნარევი, ხელოვნურად ააქტიურებს ადგილობრივ და სისტემურ იმუნურ სისტემას, ამიტომ მას სხვაგვარად „პერორალურ ვაქცინასაც“ უწოდებენ.

ისმიჟენი ინიშნება: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ტონზილიტის, ფარინგიტის, ლარინგიტის, რინიტის, სინუსიტის, ოტიტის და სხვა ინფექციების დროს.

ასევე დასაშვებია ისმიჟენის გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, როგორიცაა: ანტიბიოტიკები, ხველის საწინააღმდეგო საშუალებები და ა. შ.

ისმიჟენი გამოიყენება, როგორც მწვავე პროცესების დროს, ასევე საპროფილაქტიკო მიზნებისთვის. იგი მიიღება სუბლინგვურად - ენის ქვეშ.

(R)

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)