ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანა "ამბიკონ სტილსში" თანამშრომელი გარდაიცვალა

ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანა "ამბიკონ სტილსში” თანამშრომელი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანაში დასაქმებული 50 წლამდე მამაკაცი სამშენებლო მანქანაზე ადიოდა, რა დროსაც გადმოვარდა, ტრავმა მიიღო და ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ მეტალურგიულ ქარხანაში, თუმცა იყო თუ არა დარღვეული უსაფრთხოების წესები არ საუბრობენ.

























