მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, საყოველთაო ნათლობა პანდემიის გამო არ ტარდება

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, საყოველთაო ნათლობა პანდემიის გამო არ ტარდება. როგორც მეუფე ნიკოლოზმა სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა, ხალხის თავშეყრა სახიფათოა.

„სავარაუდოდ, ხალხის თავშეყრა სახიფათოა და საყოველთაო ნათლობაზე ზოგი რწმენით მოდის, ზოგს ნაკლები რწმენა აქვს, ზოგი განგვიკითხავს და ნერვიულობს საზოგადოება. როგორც კი რეგულაცია იქნება, ალბათ, მაშინ გაგრძელდება“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნაკურთხი წყლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისტორიულად ხშირად ხდებოდა, რომ როდესაც ხალხში ეპიდემია ვრცელდებოდა, მათ ნაკურთხი წყლით კურნავდნენ.

„გასულ შაბათს იყო წმინდა ირმინას ხსენება, რომელმაც ეპისკოპოსი მოიყვანა თავის მონასტერში იმიტომ, რომ ეპიდემია იყო. აკურთხებინა წყალი, ეს წყალი დაალევინა მონაზვნებს, ასხურეს მონასტერში და განიკურნენ. შავ ჭირზეა საუბარი. დღევანდელი ნაურთხი წყალი წაიღეთ სახლში, ასხურეთ, დალიეთ და არ მოგეკარებათ ავადმყოფობა, თუ გჯერათ; თუ არ გჯერათ, დაიჯერეთ!“ - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს