ნინოწმინდაში მატარებელი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა

ნინოწმინდაში მატარებელი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა

ნინოწმინდაში მატარებელი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი.

როგორც „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.