პაატა მანჯგალაძე "გირჩზე" - რაღაც ჯგუფი, იაფფასიანი პოპულიზმიდან გამომდინარე, იწყებს საჯარო სივრცეში ახალი იდეების შემოტანას, რომელიც არ ემსახურება პოლიტიკური სიმტკიცის მიღწევას - მე ამას მაინც გამოუცდელობას დავაბრალებდი

რაღაც ჯგუფი, იაფფასიანი პოპულიზმიდან გამომდინარე, იწყებს საჯარო სივრცეში ახალი იდეების შემოტანას, რომელიც არ ემსახურება იმ მიზნის მიღწევას, რასაც ჰქვია პოლიტიკური სიმტკიცე და პოლიტიკური ნებისყოფის გამოვლენა. მე მაინც დავაბრალებდი ამას გამოუცდელობას და პროცესების არასწორ დანახვას,- ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ მიერ გაჟღერებული ახალი ინიციატივა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“.

მისივე თქმით, მოლაპარაკება თავისთავად გულისხმობს ლოდინს, სიმტკიცეს და ყოველ წუთს ოპოზიციის მხრიდან ახალი ინიციატივების შეთავაზება, არ წაადგება მოლაპარაკების საერთო ოპოზიციურ ინტერესებს.

ამასთანავე პაატა მანჯგალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა პარტიის ლიდერის გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე უარი ეთქვა.

გიორგი ვაშაძე არ იყო საქართველოში, რა თქმა უნდა, მანამდე შევხვდით სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და კომუნიკაციაში ვიყავით. მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ, ვიმსჯელეთ ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც „გირჩმა“ შემოგვთავაზა და ვთქვით, რომ ამ ეტაპზე, ვინაიდან მოლაპარაკების მაგიდაზე არის საერთო ოპოზიციური შეთავაზებები, ახალი ინიციატივების შეთავაზება არ წაადგებოდა მოლაპარაკების საერთო ოპოზიციურ ინტერესებს. სხვადასხვა ფორმატში ოპოზიციური პარტიების ცალკეული ლიდერები, რა თქმა უნდა, ვხვდებით, მაგრამ ტელევიზიებთან ერთად საჯაროდ საუბარი, რაზე შეიძლება კომპრომისზე წავიდეთ, არ არის სტრატეგიულად სწორი. ჯერ ველოდებით ხელისუფლებისგან შეთავაზებას და მერე შეიძლება მომდევნო ნაბიჯი იყოს, როგორ გადავარჩინოთ ეს პროცესი, მაგრამ შენ უკვე დაყარე ფარხმალი და ახალი წინადადებით მიდიხარ, რამდენად სწორია და რამდენად გამართლებულია სტრატეგიულად?!

საერთო ოპოზიციური 4 წინადადება დევს მოლპარაკების მაგიდაზე. ეს არის ნერვების თამაში, აუცილებელია პოლიტიკური სიმტკიცე და არა ცანცარი ყოველწუთას ახალი ინიციატივების გაჟღერებით. პოლიტიკური კრიზისი იმის გამო კი არ არის, რომ პოლიტიკური ნება არ არის ოპოზიციის მხარეს, რომ შეთანხმება შედგეს, შეთანხმება რომ შედგეს, ამის პოლიტიკური ნება არ აქვს ხელისუფლებას,“- განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძემ „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის მიერ წარმოებულ პოლიტიკას უმსგავო უწოდა და განმარტა, რომ ელისაშვილის უმსგავსებას „სტრატეგია აღმაშენებელი“ იმავე უმსგავსო პასუხს ვერ გასცემს.

„ქართული პოლიტიკური აზრი პოლიტკური კულტურა ვერ გასცდა პიროვნულ კინკლაობებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იდეებზე, ის რაც გააკეთა ელისაშვილმა უმსგავსოა, მაგრამ ელისაშვილის უმსგავსობას ჩვენ ვერ ვუპასუხებთ უმსგავსობით. გიორგი ვაშაძე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და არასდროს არ მორიდებია თავისი განსხვავებული იდეების გაჟღერებას, მათ შორის, ვის ბულინგის მსხვერპლადაც ასაღებს „გირჩი“ და ელისშვილი, სწორედ ამ ჯგუფთან დაპირისპირების გამო დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და დღემდე აგრძელებს დამოუკიდებელ პოლიტიკურ სვლა.

პრობლემა არის იმაში, რომ როცა ჩვენ ერთმანეთთან ვსაუბრობთ და შეთანხმებული ვართ პრინციპულ პოზიციაზე, ბოიკოტის რეჟიმზე, ამ დროს, რაღაც ჯგუფი, იაფფასიანი პოპულიზმიდან გამომდინარე, იწყებს საჯარო სივრცეში ახალი იდეების შემოტანას, რომელიც არ ემსახურება იმ მიზნის მიღწევას, რასაც ჰქვია პოლიტიკური სიმტკიცე და პოლიტიკური ნებისყოფის გამოვლენა. მე მაინც დავაბრალებდი ამას გამოუცდელობას და პროცესების არასწორ დანახვას. რაღაც რაინდების როლი მოირგეს, აყვნენ ამ ემოციას. რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია, იმიტომ, რომ რაინდობანას თამაში კი არ სჭირდება ახლა ქვეყანას, ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური სიმტკიცე, რასაც ასხივებს გიორგი ვაშაძე და „სტრატეგია აღმაშენებელი“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გადაცემა "დღის ნიუსრუმის" სრული ვერსია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა