რუსთავში 12 წლის მოზარდი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადავარდა

რუსთავში 12 წლის გოგონა საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის აივნიდან გადავარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის თავდაპირველად კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მოგვიანებით კი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკა „რუსთავში“ აცხადებენ, რომ გოგონას მდგომარეობა მძიმეა, მას მრავლობითი მოტეხილობები, ასევე ხერხემლის დაზიანება აღენიშნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლითაა დაწყებული.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს