გია ხუხაშვილი - ალეკო ელისაშვილი სამარეს ითხრის!

ალეკო ელისაშვილის საქციელი არათუ პოლიტიკურ, არამედ პიროვნულ ლოგიკასაც სცდილება. ერთი მხრივ, რაღაცას იპრანჭება, მეორე მხრივ ფაქტია, რომ ძალიან უნდა პარლამენტში შესვლა. თითქოს, ეს არის შემთხვევა, როდესაც მას უნდა უბიწოების კოლექტიურად დაკარგვა და ძალიან ბრაზდება, როცა მას ამაზე უარს ეუბნებიან, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ალეკო ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, ელისაშვილი „ბავშვივით იქცევა და სამარეს ითხრის“.

„მიუხედავად იმისა, რომ მისი არგუმენტები ზოგჯერ ლოგიკურად ჟღერს და მისაღებიც კია, მისი საქციელი სცდილება ყოველგვარ ღირსებას, აბსოლუტურად ღირსებადაკარგული სუბიექტივით იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის ისტორიაში ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ძალიან ცუდად იქცეოდა, რაღაც ტიპის თამაშის წესების დაცვის იმიტაციას მაინც ახდენდა და მან ყველა წითელი ხაზი გადალახა, პირველ რიგში, ადამიანური. ფაქტია, რომ მისი მოქმედებები და მისი რიტორიკა მიმართულია იქითკენ, რომ „ქარულმა ოცნებამ“, როგორც თვითონ ამბობს მისმა ოპონენტმა, ძალიან კარგად იგრძნოს თავი და მაქსიმალურ კომფორტში იყოს. ამ ქვეყანაში პრობლემა ხომ არ არის ოპოზიციის ურთიერთობა? არის უამრავი პრობლემა და ის მეხუთეხარისხოვან პრობლემაზე ისეთ ისტერიკაშია ჩავარდნილი, რითაც ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფოებრივი პრობლემა გადაფარა მაშინ, როდესაც ადამიანებს, სულ სხვა პრობლემები აწუხებთ. ამ დროს ის რაზე იწყებს ლაპარაკს? ძალიან სამწუხაროა, თუმცა დანარჩენი ოპოზიციის რეაქციაც გასაკვირია ჩემთვის. ისინიც რჩებიან ამ პოლემიკაში. ალეკო ელისაშვილს შესვლა თუ უნდა - შევიდეს, ნუ ოცნებობს მაინცდამაინც კოლექტიურ შესვლაზე, თუ უნდა შესვლა, შევიდეს და ატაროს ეს ტვირთი. მას ხომ მიაჩნია, რომ მართალია? კი ბატონო, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. სხვა პარტიებს სხვა ტაქტიკა და სტრატეგია აქვთ, შეიძლება მცდარი, მაგრამ გაანებოს თავი. სხვებმაც გაანებონ ალეკო ელისაშვილთან სტუდიებში ჯდომას თავი და პოლემიკას. ამით ხომ ხელისუფლების საქმეს აკეთებენ? ოპოზიცია როცა ამას ვერ ხვდება, რა კომენტარი უნდა გავაკეთო? - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე გუშინ ალეკო ელისაშვილს „რუსთავი 2“-ის ეთერში სიტყვიერად დაუპირისპირდა და მას მატყუარა და ავანტიურისტი უწოდა. ხაზარაძემ ელისაშვილს მოუწოდა, ოპოზიციის გვერდით არ გაიაროს და განაცხადა, რომ მისნაირ ადამიანს ხელს არ ჩამოართმევს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გია ხუხაშვილი - ალეკო ელისაშვილი სამარეს ითხრის!

ალეკო ელისაშვილის საქციელი არათუ პოლიტიკურ, არამედ პიროვნულ ლოგიკასაც სცდილება. ერთი მხრივ, რაღაცას იპრანჭება, მეორე მხრივ ფაქტია, რომ ძალიან უნდა პარლამენტში შესვლა. თითქოს, ეს არის შემთხვევა, როდესაც მას უნდა უბიწოების კოლექტიურად დაკარგვა და ძალიან ბრაზდება, როცა მას ამაზე უარს ეუბნებიან, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ალეკო ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, ელისაშვილი „ბავშვივით იქცევა და სამარეს ითხრის“.

„მიუხედავად იმისა, რომ მისი არგუმენტები ზოგჯერ ლოგიკურად ჟღერს და მისაღებიც კია, მისი საქციელი სცდილება ყოველგვარ ღირსებას, აბსოლუტურად ღირსებადაკარგული სუბიექტივით იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის ისტორიაში ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ძალიან ცუდად იქცეოდა, რაღაც ტიპის თამაშის წესების დაცვის იმიტაციას მაინც ახდენდა და მან ყველა წითელი ხაზი გადალახა, პირველ რიგში, ადამიანური. ფაქტია, რომ მისი მოქმედებები და მისი რიტორიკა მიმართულია იქითკენ, რომ „ქარულმა ოცნებამ“, როგორც თვითონ ამბობს მისმა ოპონენტმა, ძალიან კარგად იგრძნოს თავი და მაქსიმალურ კომფორტში იყოს. ამ ქვეყანაში პრობლემა ხომ არ არის ოპოზიციის ურთიერთობა? არის უამრავი პრობლემა და ის მეხუთეხარისხოვან პრობლემაზე ისეთ ისტერიკაშია ჩავარდნილი, რითაც ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფოებრივი პრობლემა გადაფარა მაშინ, როდესაც ადამიანებს, სულ სხვა პრობლემები აწუხებთ. ამ დროს ის რაზე იწყებს ლაპარაკს? ძალიან სამწუხაროა, თუმცა დანარჩენი ოპოზიციის რეაქციაც გასაკვირია ჩემთვის. ისინიც რჩებიან ამ პოლემიკაში. ალეკო ელისაშვილს შესვლა თუ უნდა - შევიდეს, ნუ ოცნებობს მაინცდამაინც კოლექტიურ შესვლაზე, თუ უნდა შესვლა, შევიდეს და ატაროს ეს ტვირთი. მას ხომ მიაჩნია, რომ მართალია? კი ბატონო, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. სხვა პარტიებს სხვა ტაქტიკა და სტრატეგია აქვთ, შეიძლება მცდარი, მაგრამ გაანებოს თავი. სხვებმაც გაანებონ ალეკო ელისაშვილთან სტუდიებში ჯდომას თავი და პოლემიკას. ამით ხომ ხელისუფლების საქმეს აკეთებენ? ოპოზიცია როცა ამას ვერ ხვდება, რა კომენტარი უნდა გავაკეთო? - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე გუშინ ალეკო ელისაშვილს „რუსთავი 2“-ის ეთერში სიტყვიერად დაუპირისპირდა და მას მატყუარა და ავანტიურისტი უწოდა. ხაზარაძემ ელისაშვილს მოუწოდა, ოპოზიციის გვერდით არ გაიაროს და განაცხადა, რომ მისნაირ ადამიანს ხელს არ ჩამოართმევს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია