სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი იწვის

სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი იწვის

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 5 ეკიპაჟი მუშაობს.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, გამოძიება დაადგენს.