"ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა სამხარეო ადმინისტრაციის წინ აქცია-პერფორმანსი გამართეს

"ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა სამხარეო ადმინისტრაციის წინ აქცია-პერფორმანსი გამართეს

"ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა სამხარეო ადმინისტრაციის წინ აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობას უაქციზო სიგარეტები ესროლეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლება თავად არის კორუმპირებული. ისინი აქციას ენგურის ხიდთან გამართავენ.

"ჩვენი პერფორმანსი ემსახურებოდა იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" საქართველო გადააქცია კორუფციის ბუდედ. იმის ნაცვლად, რომ კრიმინალს ებრძოლონ, ოკუპირებული ტეროტორიები დაიცვან, ყოველდღიურად გვართმევენ სიცოცხლეს. სიცოცხლეს გვართმევენ იმით, რომ გვაფურთხებენ სულში. უაქციზო სიგარეტი შემოდის დე ფაქტო აფხაზეთიდან და ეს არის მათი სახე. იმის ნაცვლად, რომ გამოიძიონ, ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტებს გვაკავებენ", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა ცოტნე პაჭკორიამ.

სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო კარავი, ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის წინ გუშინ გაშალეს.