ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება

ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება. საინვესტიციო პროექტს ქართული კომპანია „ამბასადორი“ ახორციელებს. საინვესტიციო პროექტის ღირებულება - 40 მლნ დოლარს შეადგენს. ცენტრი ჯამში 600 ადამიანს დაასაქმებს. დასაქმებულთა დიდი ნაწილი აჭარის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

საინვესტიციო პროექტის არქიტექტურული გადაწყვეტილება პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. საპროექტო სამუშაოებს საფუძვლად დაედო ხელოვნებამცოდნეთა საექსპერტო კვლევა. მოხდა პროექტის მოდიფიკაცია, განახლება და სრულ შესაბამისობაში მოვიდა არსებულ გარემოსთან. საინვესტიციო პროექტის კონცეფცია მოიცავს რეკრეაციულ ზონებს. კომპლექსის გარე ფასადი და შიდა სივრცე იქნება სრულად გამწვანებული, რაც თავის მხრივ წვლილს შეიტანს ბათუმის გამწვანებაში.

პროექტის ფასადი წარმოადგენს მინისა და ლითონის სინთეზს. ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრის საფასადე ვერტიკალური მცენარეების სიმწვანის ეფექტი, წარმოადგენს ბულვარის გამწვანების ერთგვარ გაგრძელებას.საინვესტიციო პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აჭარის ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი ამბასადორ ჯგუფის მესამე მსხვილი საინვესტიციო პროექტია აჭარაში. 2021 წლის თებერვალში მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე თანამედროვე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება 120 ნომრით, წლის ბოლოს სასტუმროს მეორე შენობაც შეემატება და ჯამში 230-მდე ნომრით უმასპინძლებს სამთო-სათხილამური სპორტის მოყვარულებს. ამბასადორი გოდერძი 300-მდე თანამშრომლის დამსაქმებელი იქნება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 60 მლნ დოლარზე მეტია.

საგულისხმოა, რომ „ამბასადორი“ აჭარის რეგიონში მთლიანობაში 1000-მდე სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს და პროექტების ერთიანი ღირებულება 100 მლნ დოლარს შეადგენს. მსგავსი ტიპის საინვესტიციო აქტივობა უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და მძიმე სოციალური მდგომაორეობის გაჯანსაღების კუთხით.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა