გიორგი წოწკოლაურმა აჭარის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, ალექსანდრე კალანდია, აჭარის რეგიონის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალის მენეჯერებსა და თანამშრომლებს წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ახალმა ხელმძღვანელმა აჭარის რეგიონის სასწრაფო დახმარების სამსახურს, კორონავირუსის პანდემიის მართვის პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობა თავგანწირული და ფასდაუდებელი შრომისთვის. მადლობა თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რომ დღემდე დაუღალავად ემსახურებით აჭარის და გურიის რეგიონის მოსახლეობას. ჩემი სურვილია, თქვენთან მუდმივი და ყოველდღიური კომუნიკაცია, რათა ერთად მივიღოთ რის შედეგადაც შევძლებთ ერთად მივიღოთ რიგი გადაწყვეტილებები, რათა კიდევ უფრო ეფექტური და ხარისხიანი იყოს ჩვენი ერთობლივი საქმიანობა.“- განაცხადა ალექსანდრე კალანდიამ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კალანდია უახლოეს მომავალში აჭარის მუნიციპალიტეტში არსებულ რაიონულ სამსახურებს ეწვევა და ადგილზე პირადად გაეცნობა არსებულ მდგომარეობას.

შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს