თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი - გორის მონაკვეთზე ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს სამი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთ-ერთი ავტომანქანის მგზავრი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.