დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ის იქნება რეგიონში პირველი ევროპული სტანდარტის მქონე სავაჭრო ცენტრი, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში მიიღონ ყველა საჭირო მომსახურება.

სავაჭრო ცენტრის მშენებლობა მიმდინარე თვეში დაიწყება და 2021 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 24.7 მლნ ლარს შეადგენს. მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის საერთო ფართი 15 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და მასში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მსგავსი სავაჭრო ცენტრი არ არის. იგი რეგიონში პირველი თანამედროვე ტიპის სავაჭრო ცენტრი იქნება, სადაც სხვადასხვა პროდუქციის სრული ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი: საკვები ობიექტები, ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიები, საყოფაცხოვრებო და სურსათის მაღაზიები. აღნიშნულ სივრცეში მომხმარებლები ყველანირი მომსახურების მიღებას შეძლებენ. სავაჭრო ცენტრში იფუნქციონირებს ყველა ის ბრენდი, რომელთა მოთხოვნაც ყველაზე დიდია ადგილობრივ ბაზარზე. მოლაპარაკებებს საერთაშორისო კომპანია “კუშმანი” აწარმოებს ისეთ ქსელებთან, როგორიცაა „კარფური“, „ვაიკიკი“, „მინისო“ და ასე შემდეგ“,-განმარტავენ კომპანიაში.

“ბლოქსი”-ს მენეჯმენტის განცხადებით, აღნიშნული პროექტის სახით სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონი შეიძენს მომხმარებელზე მორგებულ, კომფორტულ, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილ სივრცეს, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა