მეხანძრე-მაშველებმა ექიმსა და მის მომლოდინე პაციენტს დახმარება დროულად აღმოუჩინეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა აჭყვში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ექიმსა და მის მომლოდინე პაციენტს დახმარება დროულად აღმოუჩინეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა აჭყვის მიმართულებით მოძრავმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანამ, დიდთოვლობის გამო, გზის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და სოფლის გზაზე გაჩერდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, სოფელში პაციენტის დასახმარებლად დროულად მისასვლელად, სამაშველო ჯგუფის დახმარება ითხოვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ. არსებული სიტუაციის შეფასების შემდეგ, სოფლამდე დარჩენილი მანძილის ქვეითად დაფარვა გადაწყდა.

მაშველებმა, ექიმთან ერთად, დაახლოებით ორი კილომეტრი თოვლში ფეხით გაიარეს და პაციენტთან დროულად მისვლა მოახერხეს. მეხანძრე-მაშველებმა იგივე მანძილი კვლავ ქვეითად იარეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამდე 70 წლის მოქალაქე საკაცის საშუალებით მიიყვანეს.

პაციენტი, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი