თელავის პროკურატურასთან ხმაურია

ამ წუთებში თელავის პროკურატურასთან ხმაურია. პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი პროკურორ დავით გველესიანთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი თქმით, თელავის ცენტრში მდგარ კარავთან 1 იანვარს მომხდარ ინციდენტი ამ დრომდე გამოუძიებელია, რაზეც პასუხი პროკურატურას მოეთხოვება.

პოლიცია აქტივისტებს პროკურატურაში შევლის საშუალებას არ აძლევს, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

აქტივისტების თქმით, მომხდარიდან თითქმის ერთი თვე გავიდა სამართალდამცაველებს კი, ამ დრომდე არ ჰყავთ დაკავებული ის პირები, რომლებმაც მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება მიმდინარე წელს მომხდარ ფაქტს რა დროსაც, აქტივისტების მტკიცებით, ავტომობილი მიზანმიმართულად დააჯახეს მათ კარავს.

საქმის დროული გამოძიების მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი რამდენჯერმე გამოხატეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა