არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი არჩევანის" წევრებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს

არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი არჩევანის" წევრებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს

არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი არჩევანის" წევრებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

აღნიშნული მოთხოვნებით მათ აქცია რამდენიმე ქალაქში გამართეს. ზუგდიდისა და ლანჩხუთის შემდეგ ქუთაისში შეიკრიბნენ. არასამთავრობო ორგანიზაციას "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთა შეუერთდა.