მოძრაობა "იმოქმედეს" წევრები - პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ჯარისკაცებს ბოდიში უნდა მოუხადოს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართველ გმირებს და ჯარისკაცებს ბოდიში უნდა მოუხადოს, - ამის შესახებ მოძრაობა "იმოქმედეს" წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან განაცხადეს. მათ აქცია პერფორმანსი გამართეს და განმარტეს, რომ 2008 წელს რუსეთის სამხედროების მიერ საქართველოს ოკუპაცია მოხდა, თუმცა სალომე ზურაბიშვილი საპირისპირო განცხადებებს აკეთებდა.

მოძრაობა "იმოქმედეს" წევრები სალომე ზურაბიშვილს მსგავსი განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ . მათი თქმით, ბოდიშის მოხდის მოთხოვნით აქცია-პერფორმანსებს სისტემატიურად გამართავენ.

"დღეს ახალგაზრდები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ბოდიშის მოხდას მოითხოვენ იმ გმირების წინაშე, რომლებმაც 2008 წელს საქართველო დაიცვეს. ასევე, იმ ოჯახების წინაშე, რომლებმაც დაკარგეს შვილები და გმირი მამები. სტრასბურგის გადაყვეტილების შემდეგ, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია და ოკუპაცია მოხდა. სალომე ზურაბიშვილი კი ამ ხნის განმავლობაში საპირისპიროს ამტკიცებდა და ამიტომ მას ორი არჩევანი აქვს: საერთოდ არანაირი განცხადება არ გააკეთოს ან გამოვიდეს და საჯაროდ ბოდიში მოუხადოს ქართველ გმირებს და ჯარისკაცებს",- განაცხადა ირაკლი ჩხვირკიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა