ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა

აშშ-ში ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ მსოფლიოში გაჩენილ მოლოდინებსა და იმაზე, სავარაუდოდ როგორ აისახება მომხდარი მსოფლიო პოლიტიკაზე, აშშ-რუსეთის პოლიტიკასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონზე „ინტერპრესნიუსი“ ცნობილ რუს ისტორიკოსს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, ლილია შევცოვას ესაუბრა.

- ქალბატონო ლილია, თეთრ სახლს ახალი პატრონი ჰყავს.

ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ არა მარტო აშშ-ში გაჩენილ მოლოდინებზე საკმაოდ ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ ჩვენ გვინდა მოვისმინოთ თქვენ რა მოლოდინები გაგიჩინათ აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტ ბაიდენით ჩანაცვლებამ?

- თუ მსოფლიო წესრიგზე ვსაუბრობთ, მაშინ უდავოა, რომ ახლა პრეზიდენტი ბაიდენი უდიდესი მნიშვნელობის ამოცანების წინაშე დგას.

უპირველეს ყოვლისა, მან როგორღაც უნდა შეძლოს ტრანსატლანტიკური კავშირის რესტავრაცია. ეს იოლი არ იქნება, რადგან ტრამპის მმართველობამ შექმნა სიტუაცია, როცა ევროპამ დაკარგა ამერიკის ნდობა და ამერიკა აღარ იყო ევროპისთვის ორიენტირი და უსაფრთხოების გარანტი.

ბაიდენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ის ვერ დაუბრუნდება ობამას პოლიტიკას, შეუძლებელია მდინარეში ორჯერ შესვლა, მაგრამ მან ახალ ვითარებაში უნდა შეძლოს დააფიქსიროს მსოფლიოში ამერიკის ახალი როლი.

ბაიდენის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში და სახელმწიფო მდივანმა უკვე გააკეთეს გარკვეული განცხადებები, რომლებიც იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკა ეძებს მსოფლიო ლიდერობისთვის ახალ ფორმებს.

ამერიკას უკვე არ აქვს პრეტენზიები ერთპოლუსიან მსოფლიოზე, არ აქვს პრეტენზიები აღიდგინოს მსოფლიოს ჰეგემონის როლი, მაგრამ ამერიკა ჯერაც იმედოვნებს იყოს თანასწორთა შორის პირველი. ეს ამერიკული ლიდერობის ახალი გააზრებაა.

ამერიკას უკვე არ აქვს პრეტენზიები ერთპოლუსიან მსოფლიოზე, არ აქვს პრეტენზიები აღიდგინოს მსოფლიოს ჰეგემონის როლი, მაგრამ ამერიკა ჯერაც იმედოვნებს იყოს თანასწორთა შორის პირველი. ეს ამერიკული ლიდერობის ახალი გააზრებაა

ამერიკისთვის ახლა მნიშვნელოვანია განსაზღვროს ვინ იქნება მისთვის მთავარი გამოწვევა. ცხადია, რომ ბაიდენის გუნდში ამ თემაზე მსჯელობენ და ამ ძიებებში ჯერაც არ დაუსვამთ წერტილი. მაგრამ, სრულიად ნათელია, რომ ისინი კონცენტრირებული არიან ორ ქვეყანაზე - ჩინეთსა და რუსეთზე.

თუ პუტინის რუსეთი ზეგამბიტურ სვლებს არ გააკეთებს, ბაიდენისთვის აშშ-ის ძირითადი გამოწვევა და ოპონენტი, რა თქმა უნდა, ჩინეთი იქნება. ასეთ შემთხვევაში ბაიდენი კონცენტრირებული იქნება იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეისათვის მსოფლიოს პოლიტიკური სცენის წყნარი ოკეანის რეგიონში არსებობს.

თუ პუტინის რუსეთი ზეგამბიტურ სვლებს არ გააკეთებს, ბაიდენისთვის აშშ-ძირითადი გამოწვევა და ოპონენტი, რა თქმა უნდა, ჩინეთი იქნება. ასეთ შემთხვევაში ბაიდენი კონცენტრირებული იქნება იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეისათვის მსოფლიოს პოლიტიკური სცენის წყნარი ოკეანის რეგიონში არსებობს

ამ კონტექსტის მიუხედავად, რუსეთი აშშ-ისთვის უდავოდ დარჩება მოწინააღმდეგედ. ის, რომ ვაშინგტონი რუსეთს არ თვლის კონკურენტად და მას მეორეხარისხოვან გამოწვევად მიიჩნევს, კრემლისთვის დამამცირებელია.

კონფრონტაციის მიუხედავად, კრემლისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა აშშ-ს პირველი მოწინააღმდეგე ყოფილიყო. მხოლოდ ასეთ ვითარებაში იქნებოდა შესაძლებელი მოსკოვისთვის მსოფლიოში ბიპოლარულობის შენარჩუნება. ბაიდენის პირობებში მსოფლიოს ბიპოლარულობა დაიწყებს ჩამოშლას, ასეთ ვითარებაში რუსეთი დაკარგავს აშშ-ის საკვანძო და ძირითადი მოწინააღმდეგის როლს.

სრულიად ნათლად ჩანს, რომ ბაიდენსა და კრემლს შორის ურთიერთობა იქნება, მაგრამ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში არ იქნება არანაირი დათბობა, არც უკიდურესად გამწვავებულ ურთიერთობებში არანაირი გადატვირთვა არაა მოსალოდნელი.

ბაიდენსა და კრემლს შორის ურთიერთობა იქნება, მაგრამ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში არ იქნება არანაირი დათბობა, არც უკიდურესად გამწვავებულ ურთიერთობებში არანაირი გადატვირთვა არაა მოსალოდნელი

იმის გამო, რომ ბაიდენს საქმე ექნება ამერიკის პოლიტიკური კლასის კონსოლიდირებულ აზრთან, რომლის თანახმადაც რუსეთი მტერია, ამაში დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთიანნი არიან, იმის გამოც, რომ პუტინი არ შეიცვლის პოზიციას ამერიკის მიმართ, რომლის მთავარი მახასიათებელი მტრობა და უნდობლობაა, ბაიდენს უკვე აქვს ჩამოყალიბებული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ.

მაგრამ, ბაიდენს მაინც მოუწევს საქმე ჰქონდეს კრემლთან, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ამერიკის ყურადღების ცენტრში იყოს. სწორედ ამერიკასთან პაექრობაა კრემლისთვის იმის გარანტია, რომ მას ჰქონდეს ზესახელმწიფოს განცდა. რუსეთი აგრძელებს მსოფლიოს დანახვას რუსეთის აშშ-სთან დაპირისპირების პრიზმაში. ამიტომ, ბაიდენი და ამერიკა რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სწორედ ამერიკასთან პაექრობაა კრემლისთვის იმის გარანტია, რომ მას ჰქონდეს ზესახელმწიფოს განცდა. რუსეთი აგრძელებს მსოფლიოს დანახვას რუსეთის აშშ-სთან დაპირისპირების პრიზმაში. ამიტომ, ბაიდენი და ამერიკა რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

დაახლოებით ასე გამოიყურება ბაიდენისთვის გამოწვევების პალიტრა. როგორ შეძლებს ბაიდენი ამ გამოწვევების გააზრებას და გადაწყვეტას, ჯერ კითხვად რჩება. უდავოა ის, რომ ბაიდენი ყურაღებას მიაქცევს ნორმატიულ ასპექტებს, ამაზე მეტყველებს მისი გუნდი.

საუბარია იმგვარ ნორმატიულ ასპექტებზე, რომელიც ტრამპის დღის წესრიგიდან გამქრალი იყო. ტრამპს ისინი მნიშვნელოვნად არ მიაჩნდა. ღირებულებები ბრუნდება ამერიკის ადმინისტრაციის რიტორიკაში. ამის დასტურია თუნდაც ის იდეა, რომელიც უკავშირდება წელს დემოკრატიის სამიტის ორგანიზებას, რომლის შესახებ განცხადება ბაიდენმა უკვე გააკეთა.

ეს იდეაც იმაზე მეტყველებს, რომ ბაიდენი შეეცდება მოძებნოს დანარჩენ მსოფლიოსთან თანამშრომლობის, ურთიერთკავშირისა და მოქმედების ახალი ფორმატი, რომელიც უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე G7. მოძებნოს ურთიერთობების შესაძლებლობა იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც აქვთ ნორმატიული დემოკრატიული წყობილება. რა თქმა უნდა, რუსეთი მასში ვერ მოხვდება.

ბაიდენი შეეცდება მოძებნოს დანარჩენ მსოფლიოსთან თანამშრომლობის, ურთიერთკავშირისა და მოქმედების ახალი ფორმატი, რომელიც უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე G7. მოძებნოს ურთიერთობების შესაძლებლობა იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც აქვთ ნორმატიული დემოკრატიული წყობილება. რა თქმა უნდა, რუსეთი მასში ვერ მოხვდება

- ბრძანეთ, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის დაპირისპირება წყნარი ოკეანის რეგიონში იქნება.

თქვენი აზრით, როგორი პოლიტიკა ექნება აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას არა მარტო რუსეთთან, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის, კერძოდ უკრაინისა და საქართველოს მიმართ?

- ვიცე-პრეზიდენტის რანგში ამ მიმართულებით ბაიდენის წინა აქტივობები და ახლა მის მიერ და მისი მრჩევლების მიერ გაკეთებული განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ ბაიდენისთვის უკრაინის თემა განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი იქნება თუნდაც იმის გამო, რომ მას უკვე საკმაოდ კარგად ესმის უკრაინასთან დაკავშირებული პრობლემები და თუნდაც იმის გამოც, რომ მას უკრაინასთან ჰქონდა გარკვეული შემხებლობა. გარდა ამისა, მას უკრაინის მიმართ პასუხისმგებლობის განცდაც აქვს.

უკრაინისადმი ყურადღება რამდენად მისცემს ბაიდენს საშუალებას გახსნას უკრაინული კვანძი, გამოიყვანოს უკრაინა იმ კონფრონტაციიდან, რომელიც ამ უკანასკნელს რუსეთთან აქვს, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელ კითხვად რჩება. ასეა თუნდაც იმის გამო, რომ პუტინი არ აპირებს უკან დაიხიოს დონბასისა და მინსკის შეთანხმებების საკითხებში.

უკრაინისადმი ყურადღება რამდენად მისცემს ბაიდენს საშუალებას გახსნას უკრაინული კვანძი, გამოიყვანოს უკრაინა იმ კონფრონტაციიდან, რომელიც ამ უკანასკნელს რუსეთთან აქვს, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელ კითხვად რჩება. ასეა თუნდაც იმის გამო, რომ პუტინი არ აპირებს უკან დაიხიოს დონბასისა და მინსკის შეთანხმებების საკითხებში

რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით ბაიდენის პოლიტიკას. სამწუხაროდ, მე თვალი ვერ მივადევნე საქართველოს თემაზე გაკეთებულ განცხადებებს. რადგან ასეა, ვცდილობ იმგვარი რამ არ ვთქვა, რაც არ ვიცი.

მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ბაიდენის გუნდი ორიენტირებულია გააძლიეროს რუსეთის შეკავებისკენ და რუსეთის აგრესიული ინსტიქტებისკენ მიმართული პოლიტიკა, ბუნებრივი იქნება, რომ ბაიდენი დაინტერესებული იქნება დაიცვას დემოკრატიული ქვეყნების ინტერესები. იმ ქვეყნების ინტერესები, რომლებიც თავისი სუვერენიტეტის დაცვას ცდილობენ. რა თქმა უნდა, საუბარია სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებზე.

ბაიდენი დაუბრუნდება აშშ-ს წინა პასუხისმგებლობებს მათ შორის ამ ქვეყნების მიმართ. ეს ეხება ნატოსთან დაკავშირებულ საკითხებსაც და ამ ქვეყნების უსაფრთხოების თემებს.

ჩვენ აქ ვიგრძნობთ, რომ ბაიდენი შეეცდება აღადგინოს აშშ-ს დაინტერესება საქართველოთი. შესაძლოა, ბევრი რამ გამომრჩა, შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ჯერჯერობით, მრჩება შთაბეჭდილება, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ ვაშინგტონის დამოკიდებულება ჯერ კრისტალიზებული არაა.

ბაიდენი შეეცდება აღადგინოს აშშ-დაინტერესება საქართველოთი. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ჯერჯერობით, მრჩება შთაბეჭდილება, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ ვაშინგტონის დამოკიდებულება ჯერ კრისტალიზებული არაა

- სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს ამერიკის პასუხი სამხრეთ კავკასიაში 2020 წელს მომხდარ ცვლილებებზე?

მხედველობაში მაქვს ყარაბაღის ომის შემდეგ დამდგარი რეალობა - აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღზე კონტროლის ნაწილობრივ აღდგენა, ყარაბაღის ნაწილში რუსი სამშვიდობოების გამოჩენა, ამ პროცესში თურქეთის მონაწილეობა და ამ ფონზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში მოსკოვის მონაწილეობით სატრანზიტო გადაზიდვებში საკმაოდ შესამჩნევი კორექტივების შეტანის მცდელობები...

- უდავოა ერთი რამ. თუ ანალიტიკურ მასალებს დავუჯერებთ, არა მარტო ტრამპის მმართველობის დროს, ამერიკა სამხრეთ კავკასიაში, შუა აზიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში შევიწროებულია ან არ იყო დაინტერესებული და თავად წავიდა ამ რეგიონებიდან. ობამასაც არ ჰქონდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული კონცეფცია თუ როგორ ემოქმედა ამერიკას ევრაზიისა და სამხრეთ კავკასიაში. არადა, ეს საკმაოდ დიდი სივრცეა.

ბაიდენი ახლა ერთგვარად დაბნეულობაში იქნება, რაც გამოწვეული იქნება იმით, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე ახლა არ გახლავთ მხოლოდ რუსეთთან შეჯიბრის სფერო. ამ პროცესში რუსეთის გარდა ჩართული არიან ჩინეთი, თურქეთი და შესაძლოა ირანი.

სამხრეთ კავკასიის მიმართ პოლიტიკის განსაზღვრისას ბაიდენს მოუწევს იმაზე დაფიქრება, ვინ ურჩევნია ჰყავდეს მოწინააღმდეგედ მას სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური ზესახელმწიფოებიდან - თურქეთი თუ რუსეთი.

სამხრეთ კავკასიის მიმართ პოლიტიკის განსაზღვრისას ბაიდენს მოუწევს იმაზე დაფიქრება, ვინ ურჩევნია ჰყავდეს მოწინააღმდეგედ მას სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური ზესახელმწიფოებიდან - თურქეთი თუ რუსეთი

მე არ გამოვრიცხავ, რომ პრაგმატული მოსაზრებების თუ ცინიზმის გამო ამერიკამ თქვას - სამხრეთ კავკასიის რეგიონში იყვნენ ერთმანეთის კონკურენტები თურქეთი და რუსეთი. სამხრეთ კავკასიაში თურქეთისა და რუსეთის კონკურენციას შესაძლოა ყველაზე დამანგრეველი შედეგები ჰქონდეს და ვერ უზრუნველყოს ამ რეგიონში მშვიდობა.

სამხრეთ კავკასიაში თურქეთისა და რუსეთის კონკურენციას შესაძლოა ყველაზე დამანგრეველი შედეგები ჰქონდეს და ვერ უზრუნველყოს ამ რეგიონში მშვიდობა

მე ვსაუბრობ იმ თემაზე, რომელიც ჩამოყალიბებულიც კი არ არის. მაგრამ, ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ამერიკა არ არის და უახლოეს მომავალში არ იქნება. არ გამოვრიცხავ ამერიკელები ახლა ასე ფიქრობდნენ - სამხრეთ კავკასიაში რუსი სამშვიდობოების გამოჩენა რეგიონში რუსულ გავლენას ზრდის, არაა გამორიცხული რუსეთს ამ რეგიონში ვინმეს სახით ახალი სატელიტი გაუჩნდეს, ჯანდაბა იყოს ასე, ვიდრე არანაირად.

- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტიცებამდე სენატში გამოსვლისას ტონი ბლინკენმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე საკმაოდ სერიოზული კონოტაციის შემცველი განცხადებები გააკეთა.

ამ თემაზე მსჯელობისას საკმაოდ ცალსახა იყო ბატონ ბლინკენის მტკიცება - „ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატოს წევრები არიან რუსეთი საფრთხეს აღარ წარმოადგენს და ამიტომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა“.

მოსკოვში კი იმედოვნებენ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აშშ გააგრძელებს საქართველოს „მხოლოდ დაპირებებით კვებას“, მაგრამ, თქვენი აზრით, სავარაუდოდ რას შეიძლება ნიშნავდეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ეს განცხადება?

- სამწუხაროდ, მე ამ განცხადებას არ გავცნობივარ, მაგრამ თუ მან ეს თქვა, ძალიან კარგი რამ უთქვამს. ბატონი ბლინკენი ამ საკითხში იმაზე შორს წავიდა, ვიდრე აშშ-ს წინა პრეზიდენტები.

იმის გამო, რომ ახლა პრეზიდენტ ბაიდენს პრობლემები თავზე საყრელად აქვს, არა ვარ დარწმუნებული, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია და თავად ბაიდენი დააჩქარებენ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ეს კიდევ უფრო გაამწვავებდა ურთიერთობებს რუსეთთან.

პუტინი არაა მზად უკან დასახევად. პუტინი არაა მზად შეარბილოს დამოკიდებულებები ამერიკასთან. მეტიც, პუტინისთვის დასავლეთთან კონფრონტაცია და გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა შეიძლება აღმოჩნდეს კიდევ ერთი მორიგი საშუალება ქვეყნის შიგნით მოახდინოს მის ირგვლივ საზოგადოების კონსოლიდაცია.

პუტინი არაა მზად უკან დასახევად. პუტინი არაა მზად შეარბილოს დამოკიდებულებები ამერიკასთან. მეტიც, პუტინისთვის დასავლეთთან კონფრონტაცია და გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა შეიძლება აღმოჩნდეს კიდევ ერთი მორიგი საშუალება ქვეყნის შიგნით მოახდინოს მის ირგვლივ საზოგადოების კონსოლიდაცია

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რამდენადაც არ უნდა მსურდეს საქართველოს ნატოს პერსპექტივასთან დაკავშირებით რაიმე ოპტიმისტური მოსაზრება გამოვთქვა, ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობებს, რომელიც აშშ-ს საშუალებას მისცემდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის ფორსირება მოეხდინა.

ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობებს, რომელიც აშშ-საშუალებას მისცემდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის ფორსირება მოეხდინა

- წინა კითხვაზე საუბრისას ბრძანეთ - სამხრეთ კავკასიიდან აშშ წავიდა. შესაძლოა აშშ-ს აზერბაიჯანში, ანაც სომხეთში ნაკლები ინტერესი აქვს, მაგრამ აშშ საქართველოდან არ გასულა.

მეტიც, აშშ-საქართველოს ურთიერთობები ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი სამხედრო სფეროში ღმავდება ისევე როგორც ნატო-საქართველოს ურთიერთობები...

- მე იმაზე ვსაუბრობდი, რომ ტრამპის მმართველობისას ყველა ნიშანი იყო იმისა, რომ ანალიტიკური მასალებით აშშ სამხრეთ კავკასიიდან გადიოდა. ტრამპის მმართველობისას აშშ სამხრეთ კავკასიის მიმართ არც კონცეფცია და არც მკაფიოდ განსაზღრული პოლიტიკა არ ჰქონია.

ტრამპის მმართველობისას აშშ სამხრეთ კავკასიის მიმართ არც კონცეფცია და არც მკაფიოდ განსაზღრული პოლიტიკა არ ჰქონია

მეტიც, უკანასკნელი 4 წელი მე არ მქონია განცდა, რომ ვაშინგტონს ამ რეგიონის მიმართ თავისი სტრატეგია და ტაქტიკა ჰქონდა. შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ მე მხოლოდ ექსპერტების მასალებს ვეცნობი და არ ვარ სამხრეთ კავკასიის საკითხების სპეციალისტი. მაგრამ, ვხედავდი, რომ ამერიკას, არათუ სამხრეთ კავკასიის მიმართ, არამედ კიდევ ბევრი რეგიონების მიმართ არ ჰქონია მკაფიოდ განსაზღული სტრატეგია და ტაქტიკა.

თუ აშშ საქართველოდან არ გასულა კარგია. მადლობა ღმერთს. რადგან ასეა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა.

“ინტერპრესნიუსი"

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით