მამუკა მდინარაძე - ოპოზიციური პარტიები ვალდებული არიან პასუხი გასცენ კითხვას, მიყვებიან თუ არა რადიკალურ ძალებს რევოლუციურ სცენარში

ვფიქრობ, დანარჩენი პარტიები ვალდებულები არიან პასუხი გასცენ მთავარ კითხვას, მიყვებიან თუ არა რადიკალურ ძალებს რევოლუციურ სცენარში“, -ამის შესახებ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, „რადიკალურ ძალებს“ - „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ არ აქვს იმის რესურსი, რომ ქვეყნის ცხოვრებაში "სერიოზული არეულობა შემოიტანოს".

„ დარწმუნებული ვარ, მათი რევოლუციური სცენარის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვისაც ძალიან მოძველდა. თუ ოდნავ ობიექტურად გააკეთებ ანალიზს, მათი ქმედებებისას და სინთეზში მათი განცხადებებისას, ბუნებრივია ყველა დავრწმუნდებით, რომ მათი მიზანი, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის არასდროს ყოფილა შეთანხმების მიღწევა, არასდროს ყოფილა კონსტრუქციულობა, სამწუხაროდ, არასდროს ყოფილა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება. ჩვენ, საზოგადოებაც ელოდა, რომ ისინი კვლავ რევოლუციური სცენარის დაანონსებას დაიწყებდნენ. მათთვის სამწუხაროდ და ქვეყნისთვის საბედნიეროდ, მათ რესურსი არ აქვთ რომ სერიოზული არეულობა შემოიტანონ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და დღის წესრიგში. ორი პარტიაა ამ სცენარის ავანგარდში, „ნაციონალური მოძრაობა“ და ე.წ. ევროპული საქართველო. მე ვფიქრობ, დანარჩენი პარტიები ვალდებულები არიან პასუხი გასცენ მთავარ კითხვას, მიყვებიან თუ არა ამ რადიკალურ ძალებს რევოლუციურ სცენარში“,-აცხადებს მდინარაძე.

იხილეთ ვიდეო:მამუკა მდინარაძე - „რადიკალურ ძალებს“ - „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ არ აქვს იმის რესურსი რომ ქვეყნის ცხოვრებაში "სერიოზული არეულობა შემოიტანონ"

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ