ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელსაც აქტივისტებმა დღეს თავზე ნაგავი დააყარეს, აცხადებს, რომ „ამას როგორმე გადაიტანს, მაგრამ ქვეყანა ვერ გადაიტანს“

არ მრცხვენია არაფრის, ეს მათ უნდა შერცხვეთ, ვინც ეს ქმედება გააკეთა. ამ ქალაქში მიღვაწია, საქმეები მიკეთებია და საზოგადოება შეაფასებს, - ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი დღეს ბათუმში მომხდარ ინციდენტს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას" ეკისრება.

“ბულვარის მიტაცება ახლა არ დაწყებულა, ეს წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და გრძელდება. მაშინაც ვაპროტსტბდი და ახლაც ვაპროტესტებ, ლევან ვარშალომიძე, ლევან ანთაძე, გიორგი კირთაძე ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს რა პირით მოდიან და აპროტესტებენ. მე საჯარო პირი ვარ და მთელი ცხოვრებაა გამოხატვის თავისუფლებისთვის ვიბრძვი. ის, რაც დღეს მოხდა ღმერთმა შეუნდოს. ინცინდენტისას, რომ მოვბრნდი ჩემი ტოლი შემხვედროდა საკადრის პასუხს გავცემდი, შვილიშვილისხელა ბავშვი შემხვდა, რომელმაც არ იცოდა რას შვებოდა. მე ამას როგორმე გადავიტან, მაგრამ ქვეყანა ვერ გადაიტანს... ალბათ განსჯის საკითხი გახდება საზოგადოებაში. თუ ადამიანს პატივს არ ვცემთ, ვერანაირ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ვერც ნატო-ში ვერ შევალთ და ვერც ევროკავშირში. ეს მაგონებს 20-30 -იან წლებს, როდესაც ბოლშევიკები ეკლესიებს არბევდნენ. ერთმა ხატი გამოიტანა და ფეხებით შედგა - "ნახეთ რამე თუ მიქნას ხატმაო", მღვდელმა უთხრა - ამაზე მეტი რა უნდა გიქნას, გაგაგიჟა შენ საწყალოო... ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს, ჩვენ ასეთი სახელმწიფო ნამდვილად არ გვინდა. ის რაც ხდება და ამ ახალგაზრდებს აგულიანებს, ცხადია პარტიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ საკითხზე , „ნაციონალური მოძრაობის" იმ წევრებს მინდა მადლობა ვუთხრა, რომლებმაც ეს საქციელი დაგმეს. მთელი ცხოვრება საფრთხეში ვცხოვრობ. 20 წლის ვიყავი როცა პირბელ აქციაზე გამოვედი და მას შემდეგ ამ საფრთხეებით ვცხოვრობ. არ მრცხვენია არაფრის, ეს მათ უნდა შერცხვეთ, ვინც ეს ქმედება გააკეთა. ამ ქალაქში მიღვაწია, საქმეები მიკეთებია და საზოგდოება შეაფასებს,"- განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერანტივას" წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს. ინცინდენტი ევროპის მოედანზე მოხდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს