„ნაცმოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი - სალომე სამადაშვილმა ან ბოდიში მოუხადოს აქციის თითოეულ მონაწილეს, ან დატოვოს “ნაცმოძრაობა”, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგი იქნება თვითონ

სალომე სამადაშვილმა ან ბოდიში მოუხადოს აქციის თითოეულ მონაწილეს ან დატოვოს “ნაციონალური მოძრაობა",- ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა ჯელალ ქიქავამ გააკეთა.

ჯელალ ქიქავას თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ირაკლი ჩავლეიშვილის შემდეგ სალომე სამადაშვილი იქნება.

სალომე სამადაშვილმა ან ბოდიში მოუხადოს აქციის თითოეულ მონაწილეს, ან დატოვოს “ნაცმოძრაობა”, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგი იქნება თვითონ, თუ ბათუმში ჩამოვა“, – წერს ჯელალ ქიქავა სოციალურ ქსელში.

სალომე სამადაშვილი ბათუმში მომხდარ ინცინდენტს ფეისბუქში გამოეხმაურა. "ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა, ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება”, - წერს სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერანტივას" წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს. ინცინდენტი ევროპის მოედანზე მოხდა. როგორც "ალტერნატივას" წევრები აცხადებენ, ამ ფორმით აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილის შესვლა გააპროტესტეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს