“ნაცმოძრაობის" წევრი - რამდენი უბედურება გადაგვხვდა თავს და ჯერ არ მახსოვს სალომე სამადაშვილს დაედოს პოსტი ჩვენზე, არ ვაპირებ ვინმეს პარტიის შიგნით გავუტარო „პეროობა“

ქობულეთის საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბონდო თედორაძე სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმაურება. როგორ ბონდო თედორაძემ განაცხადა, იგი არ აპირებს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" გაკეთებულ მსგავს განცხადებებზე თავის შეკავებას.

„რამდენჯერ დაგვაკავეს, რამდენი უბედურება გადაგვხვდა თავს ამ რვა წლის განმავლობაში და ჯერ არ მახსოვს, სალომე სამადაშვილს და ბევრ ლიდერს დაედოს პოსტი ჩვენზე და გამოეხატოს მხარდაჭერა ( პოსტზე ვსაუბრობ, პოსტზე). ახლა კი, ბათუმში მომხდარ ფაქტს ამაზრზენი უწოდა და ყველას ვისაც მოეწონა, ასევე ამაზრზენად მოიხსენია! საჯაროდ ვაცხადებ: ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში გვაქვს თავი გადადებული და არ ვაპირებ ვინმეს პარტიის შიგნით გავუტარო „პეროობა“ და ან რამე მსგავსი! ჩემი თუ გაინტერესებთ: თანამებრძოლი (თუნდაც დაუშვას შეცდომა) ბრძოლაში არ მიიტოვება! არც მივატოვებ არავის! სხვა საკითხია რა მომწონს და რა არ მომწონს!“– წერს ბონდო თედორაძე სოციალურ ქსელში “ფეისბუქში” .

ამასთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ თავზე ნაგვის დაყრა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება. მისივე თქმით, გამოხატვის ფორმა არასასურველია.

ცნობისთვის, დღეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერანტივას" წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს. ინცინდენტი ევროპის მოედანზე მოხდა. როგორც "ალტერნატივას" წევრები აცხადებენ, ამ ფორმით აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილის შესვლა გააპროტესტეს. ფაქტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა და მომხდარი დაგმო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს