ქუთაისის საკალათბურთო კლუბი საკანდელიძე- ქორქიას მემორიალური ტურნირის გამარჯვებულია

ქუთაისის საკალათბურთო კლუბი საკანდელიძე- ქორქიას მემორიალური ტურნირის გამარჯვებულია

ტრადიციული ტურნირის ფინალური მატჩი ოლიმპიური ჩემპიონების ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას მშობლიურ ქალაქში გაიმართა, სადაც "ქუთაისმა" თბილისის "ვერა" დამაჯერებლად დაამარცხა , ანგარიშით 88 : 67 და საკანდელიძე- ქორქიას სახელობის თასს დაეუფლა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ფინალურ მატჩს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე ესწრებოდნენ.

საუკეთესო ფორვარდად ქუთაისელი ილია ლონდარიძე დასახელდა,რომელიც ქუთაისის მერმა დააჯილდოვა. ფინალის საუკეთესო მოთამაშე კი ქუთაისელთა რიგებიდან დეჟუან რაითი გახდა.

,,ქუთაისის საკალათბურთო კლუბი საკანდელიძე- ქორქიას მემორიალური ტურნირის გამარჯვებულია!! ვულოცავ ჩვენს გუნდს ამ დიდ წარმატებას! ლეგენდარული ქუთაისელი კალათბურთელების სახელობის ტურნირში გამარჯვება მნიშვნელოვანი და ემოციურია ჩვენთვის," - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

საკანდელიძე - ქორქიას სახელობის ტურნირი 2006 წლიდან ტარდება და წელს მე-16-ედ გაიმართა.