სამოქალაქო აქტივისტებმა „დაუმორჩილებლობის მსვლელობა“ დაასრულეს, მათი ნაწილი კვლავ პარლამენტთან რჩება

დაუმორჩილებლობის მსვლელობა, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, კვლავ პარლამენტთან, საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულებით დასრულდა.

სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებულ კარვებთან დაბრუნდნენ, სადაც აქტივისტების ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.

როგორც ერთ- ერთმა აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, აქციები კვლავ გაგრძელდება. მისი ინფორმაციით დაუმორჩილებლობის აქციას, ასევე პიკეტირებას გეგმავენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ისინი მათ შეუერთდებიან.

"აქციის მიზანი იყო კიდევ ერთხელ მოგვეხდინა დემონსტრირება, რომ ადამიანები, რომლებიც კარვებში ვაპროტესტებთ უკანონო ხელისუფლებას, არ ვეგუებით ხელისუფლების უკანონო მიტაცებას, პოლიტიკური პატიმრების არსებობას ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი შეგვემატა ირაკლი ფანგანი, ზუსტად იგივე ინციდენტზე გიგა მაქარაშვილთან დაკავშირებით, საჯარო მოხელე დააწინაურეს, ხოლო აქტივისტი დააკავეს. ჩვენი პროტესტი არ შეწყდება. დღეს შევხვდით ძალიან ბევრი დარგის წარმომადგენელს, ისინი აანონსებენ აქციებს, პიკეტებს, ასეთ დარღვევებს „კომენდანტის საათის“ და ჩვენ მათ აუცილებლად შევუერთდებით, ესენი არიან ხელოვანები, სამთო- ტურიზმის წარმომადგენლები და მათ ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა, ეს იქნება პიკეტები, ეს იქნება კომენდანტის საათის დარღვევები, სანამ „ქართული ოცნება“ არ დათმობს ძალაუფლებას, რომელიც აქვთ მიტაცებული", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, აქტივისტებმა საღამოს 9:00 საათზე დაუმორჩილებლობის აქცია პარლამენტთან დაიწყეს, საიდანაც "ქართული ოცნების" ოფისისკენ, შემდეგ კი შს სამინისტროს შენობამდე გამართეს მსვლელობა, მოგვიანებით კი, კვლავ პარლამენტთან განთავსებულ კარვებში დაბრუნდნენ. მათ არჩევნების გაყალბება, დაწესებული შეზღუდვები და ირაკლი ფანგანის პატიმრობა გააპროტესტეს, რომელიც ბათუმში დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზეა დაკავებული დევნისა და ხულიგნობის მუხლით.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს