გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, გიორგი ანთაძეს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქმიანობას შეუდგა. ამ თემაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ამ თემის განხილვისას და ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების დაზუსტებას.

რა ცვლილებებს შეიტანს აშშ-ში ბაიდენის გაპრეზიდენტება საერთაშორისო ურთიერთობებში, აშშ-ევროპის, აშშ-ნატოს, აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში?

- როგორც ჩანს, ახალ ეტაპი იწყება საერთაშორისო არენაზე, არა მარტო აშშ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევის გამო, არამედ, ზოგადად მთელს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რომელზედაც პანდემიაც თავის დიდ გავლენას ახდენს.

რაც შეეხება, ჯო ბაიდენის არჩევას, მისი საგარეო პოლიტიკური იდეები ფართოდ გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის ერთი წლის წინ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სადაც მომავალმა ამერიკის პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა მისი საგარეო პოლიტიკური ხედვების ირგვლივ.

რომ განვაზოგადოთ, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი მაქსიმალურად შეეცდება დაიბრუნოს აშშ-ის დაკარგული პოზიციები საერთაშორისო არენაზე სხვადასხვა ფორმატებში და სფეროებში და ეს გააკეთოს თუ მის სიტყვებს მოვიშველიებ, თავისუფალი სამყაროს ხელახალი ლიდერის პოზიციიდან, და იმ ტრადიციული ამერიკული იდეალებისა და ღირებულების მაქსიმალური დაცვის პრინციპით, რაც „ცივი ომის“ დასრულების შემდგომ ორი ათწლეულის მანძილზე ფაქტობრივად აშშ-ს საგარეო პოლიტიკის, მისი ინტერნაციონალიზმის მთავარი შტრიხი იყო.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტი მაქსიმალურად შეეცდება დაიბრუნოს აშშ-ის დაკარგული პოზიციები საერთაშორისო არენაზე სხვადასხვა ფორმატებში და სფეროებში

ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ აუცილებელია აშშ-მა კვალავაც განამტკიცოს ურთიერთობები მის ტრადიციულ მოკავშირეებთან არა მარტო ევროპაში, არამედ ყველგან, სადაც თავისუფლება და ლიბერალური ღირებულებები უმთავრესი პოლიტიკური დღის წესრიგია. იგი ამას ხშირად უსვამს ხაზს სხვადსხვა ფორმატებში საუბრისას.

მოლოდინია, რომ ყველა სტრატეგიულ საკითხზე აშშ გაცილებით აქტიურად ითანამშრომლებს მის მოკავშირეებთან ვიდრე ეს ბოლო წლებში იყო. ჩინეთთან კონკურენციის ჭრილში, ბაიდენის მოსაზრებით, აშშ-ის და ზოგადად დემოკრატიების უმთავრესი მონაპოვარი, თავისუფალი კონკურენტუნარიანი გარემო უნდა იყოს ეკონომიკური და ტექნოლოგიური წარმატებების მთავარი ლოკომოტივი და სწორედ ამ გზით უნდა განაგრძოს აშშ-მა კონკურენცია ჩინეთთან და მისგან მომდინარე გამოწვევებთან, იქნება ეს ეკონომიკისა თუ ტექნოლოგიების სფერო.

ზოგადად, ჩინეთთან მიმართებაში, ნათლად არის გააზრებული, ის გლობალური საფრთხე, რომელსაც აღნიშნული ქვეყანა აშშ-ს და მისი მოკავშირეების ინტერესებს უქმნის დედამიწის სხვადასხვა წერტილში.

ჯო ბაიდენს მტკიცედ სწამს, რომ პასუხი ჩინეთის ქმედებებზე უნდა იყოს თავისუფალი სამყაროს ერთიანი გლობალური ფრონტის შექმნა აშშ-ის ლიდერობით, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დავის თვალსაზრისით, ამასთან ჯო ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ იქ სადაც არსებობს საერთო ინტერესები, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის აუცილებლად უნდა შედგეს.

ჯო ბაიდენს მტკიცედ სწამს, რომ პასუხი ჩინეთის ქმედებებზე უნდა იყოს თავისუფალი სამყაროს ერთიანი გლობალური ფრონტის შექმნა აშშ-ის ლიდერობით, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დავის თვალსაზრისით, ამასთან ჯო ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ იქ სადაც არსებობს საერთო ინტერესები, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის აუცილებლად უნდა შედგეს

რა თქმა უნდა, გარკვეული დრო უნდა გავიდეს, რომ თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის ხედვები კონკრეტულ პოლიტიკებად და სამოქმედო გეგმებად იქცეს სხვადასხვა მიმართულებით.

ასევე, მომავალში განახლებულ სტრატეგიულ დოკუმენტებში დეტალურად იქნება მოცემული აშშ-ის ახალი პრეზიდენტის და მისი გუნდის ხედვები აშშ-ის ადგილისა და როლის შესახებ თანამედროვე სამყაროში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში, მხოლოდ ბაიდენის გაცხადება, რომ ამერიკა გლობალურ ავანსცენას აქტიურად უბრუნდება, არ იქნება საკმარისი, ვინაიდან ძალაუფლების ვაკუუმი, რა რეგიონსაც არ უნდა ეხებოდეს, შევსებულია სხვა მოთამაშეების მხრიდან.

ასე, რომ აშშ-ის გლობალური დაბრუნება ვერ იქნება მარტივი პროცესი. ჩატეხილი ხიდებისა და გაწყვეტილი კავშირების აღდგენას მუშაობა და დრო ჭირდება.

აშშ-ის გლობალური დაბრუნება ვერ იქნება მარტივი პროცესი. ჩატეხილი ხიდებისა და გაწყვეტილი კავშირების აღდგენას მუშაობა და დრო ჭირდება

- ჩვენთვის ყველაზე აქტუალურია თუ როგორ პოლიტიკა ექნება აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას რუსეთის მიმართ. ვაშინგტონში და მოსკოვში საკმაოდ საინტერესო პროგნოზები კეთდება.

ვინაიდან ჩვენთვის მთავარია რა კორექტივებს შეიტანს აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია თავის პოლიტიკაში პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ კრემლის დამოკიდებულებაში. ცნობილი რუსი ისტორიკოსის ლილია შევცოვას აზრით, - „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ ვაშინგტონის დამოკიდებულება ჯერ კრისტალიზებული არაა“.

როგორ შეაფასებდით აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე ვაშინგტონსა და მოსკოვში გაჩენილ მოლოდინებს?

- ნამდვილად, დავეთანხმებოდი ქალბატონ შევცოვას. მეტიც, როგორც უკვე აღვნიშნე კრისტალიზებული არ არის ეს ხედვები არა მარტო ჩვენი, არამედ ბევრი სხვა რეგიონის მიმართაც და ამას ნამდვილად გარკვეული დრო დაჭირდება. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, იმ ფაქტს, რომ ტრამპის პირობებში სახელმწიფო დეპარტამენტმა, ფაქტობრივად „რეპრესიები“ გადაიტანა და იგი არა ერთმა გამორჩეულმა კადრმა დატოვა. ამაზე ბევრი დაიწერა და ითქვა აშშ-ში.

რაც შეეხება მოსკოვს, მოსალოდნელია რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია გაცილებით მკვეთრი და მომთხოვნი იქნება მოსკოვის ქმედებების მიმართ ყველა კონტექსტში. ამერიკის ახალი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის, მათ შორის ნატოს ფარგლებში, უნდა განვითარდეს თანამშრომლობა სამხედრო და ტექნოლოგიური კუთხითაც, რათა რუსეთისგან მომდინარე ასიმეტრიულ საფრთხეებს ადეკვატური პასუხი გაეცეს.

აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია გაცილებით მკვეთრი და მომთხოვნი იქნება მოსკოვის ქმედებების მიმართ ყველა კონტექსტში, მათ შორის ნატოს ფარგლებში, უნდა განვითარდეს თანამშრომლობა სამხედრო და ტექნოლოგიური კუთხითაც, რათა რუსეთისგან მომდინარე ასიმეტრიულ საფრთხეებს ადეკვატური პასუხი გაეცეს

რუსეთმა უნდა გადაიხადოს საფასური მისი ნაბიჯების გამო, ესაა ზოგადი ხედვა. თუმცა, ბაიდენის სურვილია შედგეს თანამშრომლობა სტრატეგიული შეიარაღების განთავსებასა და გავრცელების საკითხებთან მიმართებაში.

ზოგადად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ზესახელმწიფოებსა და დიდი მოთამაშეებზე გვაქვს საუბარი, ამიტომ იქ სადაც მათი ინტერესების თანხვედრა მოხდება, თანამშრომლობის შესაძლებლობები აუცილებლად გაჩნდება, ეს ასე იყო კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე და ასე დარჩება მომავალშიც.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ზესახელმწიფოებსა და დიდი მოთამაშეებზე გვაქვს საუბარი, ამიტომ იქ სადაც მათი ინტერესების თანხვედრა მოხდება, თანამშრომლობის შესაძლებლობები აუცილებლად გაჩნდება, ეს ასე იყო კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე და ასე დარჩება მომავალშიც

ასევე, ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდება დღეს რუსეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები, ვინაიდან ბაიდენი განსაკუთრებულად ხაზს უსვამდა, რომ აშშ-მა მხარი უნდა დაუჭიროს რუსეთის მოსახლეობის ძალისხმევას წინ აღუდგეს ავტორიტარულ და კლეპტოკრატიულ რეჟიმს რომელიც დღეს მოსკოვში არის.

ეს გამონათქვამი, რა თქმა უნდა. უყურადღებოდ არც მოსკოვში დარჩებოდა.

- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დამტკიცებამდე სენატში გამოსვლისას ტონი ბლინკენმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე საკმაოდ სერიოზული კონოტაციის შემცველი განცხადებები გააკეთა - „ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატოს წევრები არიან რუსეთი საფრთხეს აღარ წარმოადგენს და ამიტომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა“.

მოსკოვში კი იმედოვნებენ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აშშ გააგრძელებს საქართველოს „მხოლოდ დაპირებებით კვებას“. არადა, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ „როგორც არასდროს შავი ზღვა და კავკასია მნიშვნელოვანი ხდება“.

რას შეიძლება ნიშნავდეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ეს განცხადება?

- ბლინკენის განცხადება პირდაპირ ეხმიანება იმ საგარეო პოლიტიკურ ხედვებს, რომელზედაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. ტონი ბლინკენი ბაიდენის გუნდის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე უნდა გახდეს და სწორედ მისი უწყების აქტიურ მუშაობაზე იქნება ამ ხედვების რეალიზაციის დიდი ნაწილი დამოკიდებული.

ჩვენი და ნატოს ურთიერთობების კონტექსტში მინდა ვთქვა, დარწმუნებული ვარ ეს ურთიერთობები კვლავინდებურად ისეთ უმაღლეს ნიშნულზე იქნება, როგორიც ეს დღეს და ბოლო წლებში არის, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას გვაღელვებს ის კონკრეტული დრო და დღე, თუ როდის გავხდებით ალიანსის წევრი და ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ვაშინგტონის, არამედ პარიზისა და ბერლინის პოზიციასაც, რომელთანაც ჩვენ, სწორედ აშშ-ის დახმარებით გაცილებით აქტიურად უნდა ვიმუშაოთ. განსაკუთრებით საინტერესო ამ კონტექსტში გერმანიაში მოსალოდნელი არჩევნები და მისი გავლენა იქნება აღნიშნულ პროცესზე.

ის, რომ მოსკოვის იმედები არ გამართლდეს და მხოლოდ „დაპირებების იმედად“ არ დავრჩეთ, სწორედ თბილისისა და ვაშინგტონის ტანდემურ და აქტიურ მოქმედებებს საჭიროებს.

ის, რომ მოსკოვის იმედები არ გამართლდეს და მხოლოდ „დაპირებების იმედად“ არ დავრჩეთ, სწორედ თბილისისა და ვაშინგტონის ტანდემურ და აქტიურ მოქმედებებს საჭიროებს

რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა განვაგრძოთ დემოკრატიული რეფორმები და ინსტიტუტების გაძლიერება, ამ მხრივ სალაპარაკო არაფერი უნდა მივცეთ სკეპტიკოსებს და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ სამუშაო გვაქვს ამ მიმართულებით.

- ფაქტია, რომ ყარაბაღის ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში კონფიგურაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. მხედველობაში მაქვს ყარაბაღის ომის შემდეგ აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღზე კონტროლის ნაწილობრივ აღდგენა, ყარაბაღის ნაწილში რუსი სამშვიდობოების გამოჩენა, ამ პროცესში თურქეთის მონაწილეობა და ამ ფონზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში მოსკოვის მონაწილეობით სატრანზიტო გადაზიდვებში საკმაოდ შესამჩნევი კორექტივების შეტანის მცდელობები...

ასეთ ვითარებაში რა შეიძლება იყოს ამერიკის ეფექტური პასუხი სამხრეთ კავკასიაში 2020 წელს მომხდარ ცვლილებებზე?

- დაგეთანხმებით, ვითარება მართლაც შეიცვალა რეგიონში. ფაქტობრივად მოწმეები გავხდით, რუსეთისა და თურქეთის მხრიდან რეგიონალური პრობლემის გადაჭრის მცდელობისა დასავლეთისა და დასავლური ფორმატების ყველანაირი უგულებელყოფის ფონზე.

ზოგადად, როგორც ჩანს, მოსკოვი და ანკარა, ამ მხრივ რეგიონზე დასავლეთის გავლენების შემცირებას ცდილობს. აშშ-ის პოლიტიკას რაც შეეხება, ახალი ადმინისტრაციის ხედვებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მას შემდეგ რაც უფრო კონკრეტულ ფორმას მიიღებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკური ხედვები და ძალისხმევები, აშშ და მისი მოკავშირეები გაცილებით აქტიურები იქნებიან, როგორც შავ ზღვაში, ისევ ჩვენს რეგიონში და ამ მხრივ ჩვენი სათანადო აქტიურობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც ჩანს, მოსკოვი და ანკარა, ამ მხრივ რეგიონზე დასავლეთის გავლენების შემცირებას ცდილობს... მას შემდეგ რაც უფრო კონკრეტულ ფორმას მიიღებს აშშ-საგარეო პოლიტიკური ხედვები და ძალისხმევები, აშშ და მისი მოკავშირეები გაცილებით აქტიურები იქნებიან, როგორც შავ ზღვაში, ისევ ჩვენს რეგიონში და ამ მხრივ ჩვენი სათანადო აქტიურობაც ძალიან მნიშვნელოვანია

ყარაბაღის ბოლო ომის გაკვეთილებიდან, განსაკუთრებით ხაზგასასმელია და ჩვენთვის საყურადღებო, რომ კიდევ ერთხელ მოხდა ძალისმიერი გზით საგარეო პოლიტიკური ამოცანების გადაჭრა, რაც ზოგადად ძალისა და სამხედრო კომპონენტის მნიშვნელობას თანამედროვე საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობებში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

სამხედრო ბალანსის კუთხით რეგიონის მოთამაშეებთან მიმართებაში ჩვენი ჩამორჩენა ორმაგი ყურადღების საგანი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკური წრეებისათვის, ვინაიდან როგორც კარგად ვხედავთ, დაზღვეული არავინაა და ომი, როგორც მგელი, აბსოლუტურად დაუკითხავად შეიძლება მოვიდეს. ვართ კი მზად ასეთი სცენარებისთვის?

სამხედრო ბალანსის კუთხით რეგიონის მოთამაშეებთან მიმართებაში ჩვენი ჩამორჩენა ორმაგი ყურადღების საგანი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკური წრეებისათვის, ვინაიდან როგორც კარგად ვხედავთ, დაზღვეული არავინაა და ომი, როგორც მგელი, აბსოლუტურად დაუკითხავად შეიძლება მოვიდეს. ვართ კი მზად ასეთი სცენარებისთვის?

სწორედ ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობაც, რომ მეტი რესურსი ჩაიდოს საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის მზაობის კუთხით, ვინაიდან სწორედ საქართველო არის ვაშინგტონისა და თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში და ფართოდ რეგიონში. ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ.

- როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები რუსეთში, არსებული საპროტესტო აქციების ფონზე?

- როგორც ვხედავთ, საკმაოდ ფართომასშტაბიანი გამოსვლებია რუსეთის სხვადსხვა ქალაქებში. ჯერ კონკრეტულად რამის წინასწარ თქმა ძნელია, მთავარია რამდენად პერმანენტული იქნება აქციები და სადამდე ეყოფა ასე ვთქვათ, გამძლეობა აქციაში მონაწილე ხალხს.

მოგეხსენებათ, ამას წინ უძღოდა ალექსეი ნავალნის მიერ მომზადებული სკანდალური ვიდეოს გაშვება, რომელშიც ვლადიმერ პუტინის სასახლე და იქ არსებული ფუფუნება იყო ნაჩვენები. ზოგადად, შთაბეჭდილება იქმნება რომ ალექსეი ნავალნის ვიღაც მუდმივად ამარაგებს ინსაიდერული ინფორმაციით კრემლის შიგნიდან, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ რუსეთში არიან ძალები რომელთან პუტინის ძალაუფლების დასრულება სურთ. თუმცა, მე პირადად არ მაქვს მოლოდინი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვლადიმერ პუტინის მმართველობა დასრულდება, რომ რუსეთი მკვეთრად შეიცვლის საგარეო პოლიტიკურ ხედვებსა და ამბიციებს.

მე პირადად არ მაქვს მოლოდინი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვლადიმერ პუტინის მმართველობა დასრულდება, რუსეთი მკვეთრად შეიცვლის საგარეო პოლიტიკურ ხედვებსა და ამბიციებს

ასეა, რადგან აღნიშნულ მიმართულებებზე ბევრი სხვა ფაქტორი მოქმედებს, ამასთან ერთად თვითონ ნავალნის პოზიციაც ცნობილია იგივე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, სადაც ფაქტობრივად კრემლის ოფიციალურ პოზიციებს იმეორებს.

- ფაქტია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზულ ცვლილებებს საქართველო შიდა პოლიტიკაში დაულაგებელი და ბევრი თვალსაზრისით არამდგრადი ვითარებით ხვდება.

„ქართული ოცნების“ მესამედ გამარჯვებას ოპოზიცია აპროტესტებს, პარლამენტში არ შედის და ვადამდელ არჩევნებს კატეგორიულად ითხოვს. მეტიც, ისინი არც თვითმართველობის არჩევნების ბოიკოტირებას გამორიცხავენ, ვიდრე მმართველი გუნდი ვადამდელ არჩევნებს არ დათანხმდება.

ამ პროცესების ფონზე ქართული პოლიტიკური სცენიდან წასვლის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ლიდერმა ივანიშვილმა გააკეთა. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ჩამოყალიბებულ იმ პოლიტიკურ სურათს, რომლისთვისაც გვიწევს თვალის დევნება?

- გეთანხმებით, სიტუაცია არამდგრადია, იმის მაგივრად რომ ძალისხმევა იმ გამოწვევების გადასაჭრელად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად იყოს მიმართული, რომელზედაც ჩვენ ვისაუბრეთ, პოლიტიკური დღის წესრიგი მეტწილად სხვა ამოცანებით ცხოვრობს.

მე პირადად აბსოლუტურად უპერსპექტივოდ ვხედავ ოპოზიციის მხრიდან დღეს არჩეულ სტრატეგიას, თუ ამას სტრატეგია შეიძლება ეწოდოს, ვინაიდან ვერც მოსახლეობის მხარდაჭერის მობილიზაციას ახერხებენ და არც საერთაშორისო საზოგადოების პოზიციაა, რომ არჩევნები გაყალბდა.

მე პირადად აბსოლუტურად უპერსპექტივოდ ვხედავ ოპოზიციის მხრიდან დღეს არჩეულ სტრატეგიას, თუ ამას სტრატეგია შეიძლება ეწოდოს, ვინაიდან ვერც მოსახლეობის მხარდაჭერის მობილიზაციას ახერხებენ და არც საერთაშორისო საზოგადოების პოზიციაა, რომ არჩევნები გაყალბდა

ამ მხრივ ზოგადად არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი მთლიანად მოხსნილია დღის წესრიგიდან. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია, პროცესები მხოლოდ პარლამენტის კედლებში ვითარდებოდეს. თუ ვითარება რაიმე მიზეზით რადიკალურად არ შეიცვალა, არ ველოდები რიგგარეშე არჩევნებს.

თუ ვითარება რაიმე მიზეზით რადიკალურად არ შეიცვალა, არ ველოდები რიგგარეშე არჩევნებს

ზოგადად მოსახლეობა უკიდურესად დაღლილია როგორც ამ პოლიტიკური პროცესებით, ასევე პანდემიიდან გამომდინარე, რომელიც არა მარტო მწვავე ეკონომიკურ ვითარებას ქმნის, არამედ ფსიქოლოგიურად დამთრგუნველად მოქმედებს.

ამის გარდა, საზოგადოების პოლიტიკური კლასი გაცილებით გაზრდილია ძირითადად პოლიტიკურ სპექტრთან მიმართებაში და სულ სხვა მოლოდინები აქვს. მას კარგად ახსოვს ამდაგვარი ქუჩის ოპოზიციის ბრძოლა როგორი შედეგების მომტანი იყო წარსულში, ამიტომ გარკვეულ ფრუსტრაციაში იმყოფება.

სამწუხაროდ, ოპოზიციას არ აქვს უნარი კონსტრუქციული პოლიტიკური ბრძოლის მექანიზმების თვალსაზრისით საზოგადოებას რაიმე რეალური სიახლე შესთავაზოს.

სამწუხაროდ, ოპოზიციას არ აქვს უნარი კონსტრუქციული პოლიტიკური ბრძოლის მექანიზმების თვალსაზრისით საზოგადოებას რაიმე რეალური სიახლე შესთავაზოს

- ივანიშვილის გარეშე დარჩენილი მმართველი გუნდის წევრები კი აკეთებენ განცხადებებს, რომ 2020-ის არჩევნებზე ამომრჩეველმა ხმა „ოცნებას“ მისცა, რაც ოპოზიციურ ფლანგზე ხდება „ოპოზიციის ჭიჭყინიაო“, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ის, ვის გამოც ამომრჩეველმა ხმა „ოცნებას“ მისცა, მხედველობაში მაქვს ბატონი ივანიშვილი, პოლიტიკიდან წავიდა. მეტიც, „პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის“.

ამას წინათ თეა წულუკიანმა განაცხადა - „ივანიშვილის გარეშე „ოცნების“ ლეგიტიმურობა და რეიტინგი ადგილობრივ არჩევნებზე გაიზომება“. როგორც ჩანს, მმართველ გუნდშიც კარგად ესმით, რომ პარლამენტში მათი 90 კაციანი წარმომადგენლობა პოლიტიკიდან წასული ივანიშვილის დამსახურებაა.

სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები თუ არც „ოცნებამ“ გარისკა ვადამდელ არჩევნებზე ივანიშვილის გარეშე გასვლა და თუ 51 ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში არ შევიდა?

- ცხადია, რომ არა ერთი პოლიტიკური ფიგურის გამოჩენა, ზოგადად ეხლაც და წარსულშიც, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება იყო. ამ მხრივ არა მგონია რაიმე ორიგინალურსა და ახალს ვამბობდე.

ისიც ცხადია, რომ ამ ადამიანებმა სხვადსხვა დროს, სხვადსხვანაირად გამოიყენეს ეს შესაძლებლობა პოლიტიკურ ავანსცენაზე. რაც ჩვენს შიდა პოლიტიკაში ხდება, ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია, როდესაც პოლიტიკურ ლანდშაფტზე ასეთი გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი არსებობს.

თუ ჩვენს ოპოზიციას სურს, რომ ბრძოლა მომავალშიც განაგრძოს, მიმაჩნია რომ ადგილობრივი არჩევნები ამის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა შეიძლება გახდეს, ვინაიდან თვითმართველობის ერთეულებში მათი დაწინაურება, თვისობრივად დამატებით ახალ ბერკეტებს აჩენს პოლიტიკური ცხოვრებისათვის.

თუ ჩვენს ოპოზიციას სურს, რომ ბრძოლა მომავალშიც განაგრძოს, მიმაჩნია რომ ადგილობრივი არჩევნები ამის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა შეიძლება გახდეს, ვინაიდან თვითმართველობის ერთეულებში მათი დაწინაურება, თვისობრივად დამატებით ახალ ბერკეტებს აჩენს პოლიტიკური ცხოვრებისათვის

რაც შეეხება ბიძინა ივანაშვილის პოლიტიკიდან წასვლას. ყველასთვის ცხადია, რომ სწორედ იგი იყო წლების განმავლობაში პარტია „ქართული ოცნების“ მთავარი გრავიტაციის ცენტრი და მისი წასვლა დღეს „ოცნებისათვის“ ერთის მხრივ გამოწვევა არის, რომ შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე და მეორე მხრივ შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად განვითარდეს ტრადიციული პარტიული პლატფორმის შექმნისა და ჩამოყალიბების მიმართულებით.

თუ მმართველ პარტიას აქვს სურვილი დიდხანს დარჩეს ქართულ პოლიტიკურ სცენაზე, ამდაგვარი იდეოლოგიური და პოლიტიკური საფუძვლების შექმნა აუცილებელი წინაპირობაა პარტიის განვითარებისათვის და მისი ხვალინდელი დღისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროსთან გამარჯვებული ჯერ არავინ არსად ყოფილა.

- სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამ საქართველოს პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

არავინ დავობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლებრივი წარმატება სახეზეა. შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ რატომღაც გადაჭარბებულადაც კი მომეჩვენა ამ თემაზე ჩვენში ხმაური და ყიჟინა.

მხედველობაში მაქვს ის, რომ რუსეთი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს არც აღიარებს და მის გადაწყვეტილებებს არც ასრულებს.

როგორ შეაფასებდით მომხდარს და თქვენი აზრით, კიდევ რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის ოკუპანტად ცნობა, რეალურ პოლიტიკაში კონვერტირება გახდეს შესაძლებელი?

- ერთი მხარეა როგორ რეაგირებს საერთაშორისო გადაწვეტილებებზე რუსეთი და მეორე, ამ გადაწყვეტილებების მნიშვნელობა. სტასბურგის სასამართლო დავაში საქართველოს გამარჯვება არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ბოლო წლების, ვინაიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩნდება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ არსენალში, რომელიც არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებასა და დეოკუპაციისკენ მიმართულ საგარეო პოლიტიკურ აქტივობებზე იქნება მიმართული.

სტასბურგის სასამართლო დავაში საქართველოს გამარჯვება არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ბოლო წლების, ვინაიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩნდება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ არსენალში, რომელიც არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებასა და დეოკუპაციისკენ მიმართულ საგარეო პოლიტიკურ აქტივობებზე იქნება მიმართული

აქედან გამომდინარე, არ იქნება უპრიანი, რაიმე ფორმით აღნიშნული გადაწყვეტილების მნიშვნელობის დაკნინება. პირიქით, უნდა აღინიშნოს, რომ ნამდვილად ისტორიული გამარჯვებაა და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. ფაქტობრივად, სამართლებრივად, პირველად მოხდა რუსეთის როგორც ოკუპანტის მოხსენიება.

უმნიშვნელოვანესია, ასევე ეს გადაწყვეტილება ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით რუსეთ-საქართველოს ომის კონტექსტში.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილების გავლენას რუსეთის ქმედებებზე, ვერანაირი ცალკე აღებული ინსტანციის გადაწყვეტილება ვერ იქონიებს გადამწყვეტ გავლენას დეოკუპაციასა და კრემლის ქმედებებზე. ამ გადაწყვეტილებებს თავისი მნიშვნელოვანი ადგილი აქვთ საერთაშორისო სამართლებრივ ბატალიებში, რომელიც ასევე საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ამ გადაწყვეტილებებს თავისი მნიშვნელოვანი ადგილი აქვთ საერთაშორისო სამართლებრივ ბატალიებში, რომელიც ასევე საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია

თუმცა, რუსეთის პოლიტიკის შესაცვლელად ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, გასაღები, საერთაშორისო ძალთა ბალანსში, გეოპოლიტიკურ რეალობასა და სხვა მსგავს ფაქტორებში უნდა ვეძებოთ, მათ შორის, ჩვენი მხრიდან მწყობრ და თანმიმდევრულ მუშაობაში ჩვენს პარტნიორებთან ერთად დეოკუპაციის მიმართულებით.

და ბოლოს მინდა ვთქვა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, საკუთარი ინტერესების დასაცავად სათანადო პოლიტიკური წონა და ძალა შევიძინოთ სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, ვინაიდან საერთაშორისო არენაზე ეროვნული ძალაუფლების ეს ელემენტები კვლავინდებურად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა