სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით აჭარის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედრები გრძელდება

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით აჭარის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედერები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მათივე ინფორმაცით, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის დირექტორებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი მოსწავლეთა ინტერესებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით წარიმართება.
,,სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა დადგენილი წესების და სამედიცინო პროტოკოლის დაცვით უნდა იმუშაონ. სახელმწიფო პროგრამით მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ. შეხვედრას ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში- ფრიდონ ფუტკარაძე, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე -ილია ვერძაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქავაძესთან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























