ირაკლი ფანგანი - არ ვნანობ ჩემს საქციელს, გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება ის, რაც გავაკეთე

ჩემს მეგობრებს ირაკლი ჩავლეიშვილი შეურაცხყოფას აყენებს, მეც ავიღე ეს ნაგვის ურნა და დავახურე თავზე, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრმა ირაკლი ფანგანმა ჟურნალისტებს გათავისუფლების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში მსგავს ქმედებას კვლავ გაიმეორებს. ფანგანის განცხადებით, პროტესტის ეს ფორმა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება.

"დიდი ბოდიში საზოგადოებას იმისთვის, რომ ასეთი რამ მოხდა, მაგრამ, როცა ჩავლეიშვილი გადის - გამოდის ჩემს მეგობრებს, ჩემს თანამებრძოლებს შეურაცხყოფას აყენებს, მეც ავიღე ეს ნაგვის ურნა და დავამხე თავზე. თუ საჭირო იქნება, კიდევ გავაკეთებ ანალოგიურს. ამ ეტაპზე გამომიშვეს, ხვალ იქნება ჩემი სასამართლო. ჯერ არაფერი არ არის დამთავრებული და ხვალ გავიგებთ დანარჩენს. გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება ის, რაც გავაკეთე. ანალოგიური უნდა მოხდეს ყველგან, ვინც მოღალატე შევა პარლამენტში და ხალხის ხმას მოიპარავს. ყველას იგივე მოუწევს. მე არ ვნანობ ჩემს საქციელს",- აცხადებს ირაკლი ფანგანი.

შეგახსენებთ, ირაკლი ფანგანს ბრალდება დღეს წარედგინა და შემდეგ გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 23 იანვარს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ი.ჩ.-ს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ, რა დროსაც ი.ჩ.-ს, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო უარყოფითად განწყობილმა ი.ფ.-მ თავზე ნაგავი დააყარა, რითაც განახორციელა ი.ჩ.-ს დევნა ძალადობით, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. სამართალდამცველებმა ი.ფ. 24 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო