გოჩა ენუქიძემ სოფელ ჭიბრევში მცხოვრებ ოჯახებს სასურსათო პროდუქტები გადასცა

გოჩა ენუქიძემ სოფელ ჭიბრევში მცხოვრებ ოჯახებს სასურსათო პროდუქტები გადასცა

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიბრევში, მოზამთრე ოჯახები სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მაქარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას გოჩა ენუქიძე ავრცელებს.

დეპუტატის ცნობით, სოფელ ჭიბრევში ზამთრობით მხოლოდ ზურაბ ომიაძის, გიორგი ჯაფარიძის და ზურაბ მაჩაიძის ოჯახები რჩებიან.

"ეს ადამიანები მაგალითია პატრიოტიზმის, სოფელ ჭიბრევს სიცოცხლეს უნარჩუნებენ და მიუხედავად გამოწვევებისა საკუთარ ფუძეს არ ტოვებენ. დღეს ამ ადამიანებს პირადად ვესტუმრე, სასურსათო პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები მივუტანე და მათ ყოფით პრობლემებზე ვისაუბრეთ, რომელთა მოგვარება ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის მთავარი ამოცანაა", - აცხადებს გოჩა ენუქიძე.