JTI-ს საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო გადაეცა

JTI-ს (Japan Tobacco International) საქართველოში, 2021 წელს კიდევ ერთხელ გადაეცა საუკეთესო დამსაქმებლის (Top Employer) ჯილდო თანამშრომელთათვის საუკეთესო პირობების შეთავაზებისათვის. კომპანია დაჯილდოვდა როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში. გარდა ამისა, JTI 16 საერთაშორისო კომპანიას შორის მოხვდა, რომლებმაც აღნიშნული სტატუსი გლობალურად მიიღეს. საუკეთესო დამსაქმებლის სერტიფიკატი ენიჭებათ კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლებს გამორჩეულ სამუშაო პირობებს სთავაზობენ და მთავარ პრიორიტეტად თანამშრომლებს მოიაზრებენ. JTI-მ ეს სტატუსი 2014 წლიდან დღემდე უკვე მერვედ მოიპოვა.

როგორ იღებს კომპანია საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსს?

საუკეთესო დამსაქმებლის სერტიფიკატის მოსაპოვებლად კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს სტანდარტებს, რომელსაც ადგენს დამოუკიდებელი HR სერტიფიცირების კომპანია Top Employers (საუკეთესო დამსაქმებლის) ინსტიტუტი და აფასებს კომპლექსური კვლევის მეშვეობით. მსოფლიოს მასშტაბით Top Employers ინსტიტუტის სერტიფიკატი და საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსი მოპოვებული აქვს 1600-ზე მეტ კომპანიას 119 ქვეყანაში.

კონსტანტინ ფედოროვი, გენერალური დირექტორი, JTI ბელარუსი და კავკასია: ”ჩვენთვის საუკეთესო დამსაქმებლად აღიარება თვითმიზანი კი არ არის, არამედ ბუნებრივი მტკიცებულება იმისა, რომ სწორი გზით ვვითარდებით, უზრუნველვყოფთ უსაფრთხო და მოქნილ გარემოს თანამშრომლისთვის და მუდმივად ვნერგავთ სიახლესა და პროგრესს. რიგით მერვე, უწყვეტი აღიარება მკაფიო გზავნილია ჩვენი პოტენციური თანამშრომლების, ნიჭიერი ადამიანებისათვის: ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლებზე და საუკეთესო გარემოში განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას ვაძლევთ“.

Top Employers ინსტიტუტის მხრიდან ჯეროვანი დაფასება კომპანიის ახალ გლობალურ პოლიტიკას ერგო თანაბარი დეკრეტული შვებულების შესახებ (Equal Family Leave Policy), რომლის ფარგლებშიც 2021 წლის 1-ლი იანვრიდან კომპანიის ნებისმიერ თანამშრომელს, განურჩევლად სქესისა, ბავშვის შეძენისას, შეუძლია ისარგებლოს 20-კვირიანი ანაზღაურებადი შვებულებით.

ალია ალდაშევა, ადამიანური რესურსებისა და კულტურის დირექტორი, JTI ბელარუსი და კავკასია: საუკეთესო დამსაქმებლად აღიარება ჩვენთვის დამატებითი ბიძგია, 2021 წელსაც გავაგრძელოთ ინოვაციის დანერგვა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას მივანიჭებთ:

- გენდერულ თანასწორობას ქალების წარმომადგენლობის გასაზრდელად ყველა დონის პოზიციებზე.

- EmbRACE: ინკლუზიური კულტურის წახალისება ორგანიზაციაში, მრავალფეროვანი ეთნიკური ჯგუფების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

- მუშაობის ახალი გზების ძიება და დანერგვა: ფიზიკური ადგილის მიუხედავად, დისტანციური მუშაობის ეფექტიანობის ზრდა, ინტერაქციის ახალი სტილი, გლობალური გარემოს შექმნა, სადაც მთავარი ფოკუსი არის ადამიანებზე და მათ კეთილდღეობაზე“.

###

JTI- შესახებ JTI თამბაქოს და გახურებადი თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. მას ეკუთვნის მსოფლიოში ნომერი მეორე ბრენდი Winston და Camel (აშშ-ს გარდა). მის პორტფელში შედის ასევე ბრენდები Sobranie, Mevius და LD. JTI მსხვილი მოთამაშეა გახურებადი თამბაქოს კატეგორიაშიც ბრენდებით Logic და Ploom. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს შვეიცარიაში, ჟენევაში. კომპანიაში მსოფლიოში სულ 44 000-მდე თანამშრომელია დასაქმებული. საქართველოში JTI-ში დაახლოებით, 100 თანამშრომელია. JTI არის Japan Tobacco-ს კომპანიების ჯგუფის წევრი. მის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ვებგვერდზე, კარიერული შესაძლებლობებისათვის კი დარეგისტრირდით სპეციალურ ბმულზე.

(R)

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)