გიორგი კანდელაკი - წერონ და იკითხონ თავიანთი რეგლამენტი - საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია, რომ ბატონი ინჯია ან ელისაშვილი ოპოზიციას წარმოადგენენ

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, რა ცვლილებაც არ უნდა შეიტანოს „ქართულმა ოცნებამ“ რეგლამენტში, ვერ შეცვლის ფაქტს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

კანდელაკის თქმით, რეგლამენტის ცვლილებით, საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია, რომ ფრიდონ ინჯია ან ალეკო ელისაშვილი რეალურ ოპოზიციას წარმოადგენენ.

„რანაირი ცვლილებაც არ უნდა შეიტანონ რეგლამენტში, ეს ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ცესკო-ს მონაცემებითაც, უბნების 53%-ში მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში ბიულეტენების მეტობა იყო, ჩაყრის მტკიცებულება ან ნაკლებობა, ანუ „კარუსელის“ მტკიცებულება. ეს არის ფუნდამენტური ფაქტი, რომელიც სადავო არ არის, რადგან თავად ცესკო-ს მონაცემებს ეყრდნობა. ასე რომ, წერონ და იკითხონ თავიანთი რეგლამენტი. ამავე დროს, საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი ინჯია, შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული მინისტრი, რომელიც ახლა „ქართული ოცნების“ ნაწილია, როგორც ბატონი ელისაშვილი, რომელიც ასევე შეერწყა „ქართულ ოცნებას“, ოპოზიციას წარმოადგენენ. ამ შემთხვევაში, პარლამენტში ოპოზიციის იმიტაცია რეალურად ოპოზიციას ვერ ჩაანაცვლებს“, - განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ოპოზიციის სტატუსის მქონე დეპუტატების მიერ საპარლამენტო თანამდებობების დაკავებას შეეხება, დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს.

კომიტეტი პროექტს პირველი მოსმენით განიხილავს და მიმდინარე კვირასვე განსახილველად რიგგარეშე სესიაზე გავა. პროექტი დაჩქარებული წესით იხილება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს