ბათუმის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ფანგანის სასამართლო პროცესის პარალელურად, „ალტერნატივას" წევრები აქციას მართავენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ფანგანის სასამართლო პროცესის პარალელურად, „ალტერნატივას" წევრები აქციას მართავენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატ, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის გამო, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ფანგანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

პროცესის პარალელურად ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობასთან აქცია მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას" წევრები ირაკლი ფანგანს სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ირაკლი ფანგანის ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება.

თავის მხრივ, ირაკლი ფანგანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ამ პიროვნებამ შეურაცხყოფა მიაყენა ყველა იმ ადამიანს, ვინც ორი თვეა ბათუმში სიცივესა და ყინვაში აქციას მართავს, ამიტომ დავაყარე ნაგავი და არ ვნანობ, თუ საჭირო გახდა, იგივე ქმედებას გავიმეორებ", - განაცხადა პროცესის წინ ირაკლი ფანგანმა.

ირაკლი ფანგანს გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 156-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავება, რაც დევნას, გულისხმობს.

ცნობისთვის, ორი დღის წინ ირაკლი ფანგანმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარა, იგი სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა ბრალის წარდგენის შემდეგ ირაკლი ფანგანმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.