ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ფანგანს 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან მიახლოება აუკრძალა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტს, ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდებულს აღნიშნული თანხის გადასახდელად 40-დღიანი ვადა მიეცა, პარალელურად კი ირაკლი ფანგანი კვირაში ერთხელ გამომძიებელთან უნდა გამოცხადდეს.

ამასთან, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებით, ირაკლი ფანგანს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან საქმის საბოლოო განხილვამდე მიახლოება ეკრძალება.

„თქვენ ხართ იმისთვის, რომ გამოხატოთ თქვენი აზრი, მაგრამ შეიძლება პიროვნებას არ ჰქონდეს გათვითცნობიერებული, რა ფარგლებში უნდა განხორციელდეს შესაბამისი ქმედება. თქვენი გამოხატვის თავისუფლება იზღუდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლების შეზღუდვა... თქვენივე უსაფრთხოებისთვის, რომ დაცული იყოთ ბრალის დამძიმებისგან თქვენივე ქმედებით, სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება”, - განუცხადა ბრალდებულს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ.

წინა სასამართლო სხდომა 16 თებერვალს გაიმართება.

„არ ვნანობ არაფერს. ბრძოლას გავაგრძელებ ისევ, ძველებურად ვიაქტიურებ, აქციებშიც მივიღებ მონაწილეობას და ვიბრძოლებ ბოლომდე. პოზიცია არ შემიცვლია, ჩემი პოზიცია არის იგივე. მაგრამ, ვთქვი რომ მე თუ არა, სხვა გააკეთებს ანალოგიურს. სასამართლოს გადაწყვეტილებას ვეთანხმები“, - განაცხადა სასამართლო პროცესის შემდეგ ირაკლი ფანგანმა, რომელმაც ორი დღის წინ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგავი დააყარა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო