ოზურგეთში ალუმინის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა გააპროტესტეს

ოზურგეთში ალუმინის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა გააპროტესტეს

ოზურგეთში, ექადიის უბანში, ადგილობრივებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე ალუმინის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა გააპროტესტეს.

მათი განცხადებით, ალუმინის გადამუშავება საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, იმოქმედებს გარემოზე და მისი აშენება დასახლებულ პუნქტში რეკომენდირებული არ არის.

აქციას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შეურთდნენ და ადგილობრივების მოთხოვნები გაიზიარეს.

ადგილზე იმყოფებოდა კომპანია “არერსა მეტალის” აღმასრულებელი დირექტორი შავლეგ მიგრიაულიც. მისი თქმით, საწარმო სტანდარტების დაცვით შენდება და მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის.