მოსკოვში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება

რუსეთის დედაქალაქში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.

ქალაქის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, რესტორნებს, ბარებს, ღამის კლუბებსა და სხვა გასართობ დაწესებულებებს 13 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვა ეხსნებათ, რომლის მიხედვითაც მათ ღამის საათებში, 23:00-დან-06:00 საათამდე, მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევა ეკრძალებოდათ.

მისივე თქმით, ამასთან, ბიზნესს აღარ ექნება ვალდებულება, თანამშრომლების მინიმუმ 30%-ი დისტანციურ რეჟიმში გადაიყვანოს.

„გთხოვთ გახსოვდეთ, რომ კორონავირუსით ინფიცირების ალბათობა შემცირებულია, მაგრამ მაინც არსებობს. ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. სიფრთხილე გვმართებს ”, - მიმართა მერმა დედაქალაქის მოსახლეობას.

მისივე თქმით, მოქალაქეებს მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარების ვალდებულება ისევ ექნებათ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია