წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში აქუბარდიების ოჯახი სახელმწიფო ელექტროსისტემისგან დაპირებული კომპენსაციის გადახდას ითხოვს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში აქუბარდიების ოჯახი სახელმწიფო ელექტროსისტემისგან დაპირებული კომპენსაციის გადახდას ითხოვს.
აქუბარდიების ინფორმაციით, მათ ეზოში ელექტროსადენების გაყვანის სამუშაოები დაიწყო, თუმცა მათთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ გადაუციათ.
აქუბარდიებმა დღეს საკუთარი საცხოვრებელი სახლი პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვეს, რაც მათთთან კომპანიის წარმომადენლები სამართალდამცავებთან ერთად მივიდნენ.
„კომპანია მოვიდა ხელშეკრულებით გამოაგზავნეს თავიანი აუდიტი დაიანგარიშეს ხელშეკრულებაზე ხელი მომაწერინეს ახლა კომპენსაციის გადახდის უარზე არიან. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. პოლიციის ძალით გაგვაგდეს სახლიდან. მთელი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცია აქაა, ბორკილების დადებით გვემუქრებიან, ხმის ამოღების უფლება არ გვაქვს. მივდივართ, მაგრამ სად მივდივართ არ ვიცი. ქუჩაში გავათენებ ამაღამ პატარა ბავშვით. დავჯდები წალენჯიხის გამგეობის წინ, იმედია იქ მაინც გამომიყოფენ ერთ ოთახს. გადამიჩეხეს მთლიანად ეზო, თხილის პლანტაცია, რითაც წლიდან-წლამდე თავი გაგვქონდა. თანხა მთავრობას თხოვეთო, მთავრობამ არ დაგვიკმაყოფილაო. მომცენ კომპენსაცია! რაზეც ხელი მომაწერინეს, იმის თანხა მაინც მომცენ“, - განაცხადა ლიკა აქუბარდიამ.
თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ოთხი ოჯახი შეთავაზებულ კომპენსაციას არ თანხმდება და ისინი მეტ თანხას ითხოვენ.
ამასთან, კომპანიის მტკიცებით, ისინი ნებისმიერ ზარალს, რომელიც სამუშოების ფარგლებში ოჯახს შეექმნება, აანაზღაურებენ.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ახორციელებს ჯვარი ხორგას დამაკავშირებელი ელექტროსადგურების შორის ხაზების გაბმას. აღნიშნული პროექტი მოიცავს ასეულობით ოჯახის მიწის ნაკვეთს, რომელთა უმრავლესობას აქვს და 99% გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულებები და მიმდინარეობს კომპენსაციების გაცემა. დარჩენილია 4 ოჯახი, რომლებმაც უარი განაცხადეს კომპენსაციის იმ თანხაზე რაც იყო შეთავაზებული და შესაბამისად არ გვაძლევენ საშუალებას მოხდეს აღნიშნული გზით სარგებლობა. აქედან გამომდინარე კომპანიას მოუხდა სასამართლოსთვის მიმართვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაბამისი სააღსრულებლო ფურცელი მიჭირავს ხელში, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას აღნიშნული ტერიტორია გამოვიყენოთ. რაც შეეხება კომპენსაციის ნაწილს, კომპანია აღიარებს იმას, რომ მოსახლეობას კომპენსაციები ეკუთვნის და ამიტომაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები მათთან, თუმცა შეთავაზებული თანხა მათთვის არ არის საკმარისი. მათ აქვთ უფლება გვედავონ სასამართლოს გზით, სასამართლო რა თანხასაც დაასახელებს სრულად აანაზღაურებს კომპანია. გარდა ამისა, ამ სამუშაოების წარმოების შედეგად, თუ ხე-მცენარე იქნება დაზიანებული, ესეც ანაზღაურდებ“,- განაცხადა სსე-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.

























