ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელიზბარ ლობჯანიძეს სასურსათო პაკეტები და ჰუმანიტარული ამანათი გადასცეს

ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელიზბარ ლობჯანიძეს სასურსათო პაკეტები და ჰუმანიტარული ამანათი გადასცეს

ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელიზბარ ლობჯანიძეს სასურსათო პაკეტები და წითელი ჯვრისგან ჰუმანიტარული ამანათი გადასცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელიზბარ ლობჯანიძეს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მაქარაშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ბიუროს ხელმძღვანელმა, ქრისტინე კობახიძემ და ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩიკვაიძემ დეპუტატ, გოჩა ენუქიძისგან სასურსათო პაკეტები და წითელი ჯვრისგან ჰუმანიტარული ამანათი გადასცეს.

„ელიზბარ ლობჯანიძე მარტოხელა ახალგაზრდაა, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და ადგილობრივებისგან დიდი სიყვარულით სარგებლობს. სოციალური დახმარების პროგრამა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება, რაც საჭიროებისამებრ ყველა პირის დახმარებას გულისხმობს“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.