იაგო ხვიჩია - პარლამენტში არშესვლა მოდაშია, შეხვალ, ეშმაკი ხარ -  მე პარლამენტში შესვლა მინდა, „ქოცების“ ოფისში სიარული კი არა

ახლა პარლამენტში არშესვლა მოდაშია, შეხვალ, ეშმაკი ხარ,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, „გირჩი“ ცდილობს ამ ქვეყანაში "პარლამენტარიზმის გიჟებისგან გადარჩენას, რომლებიც მზად არიან საკუთარ ინტერესებს შეწირონ ქვეყანა“

„ახლა პარლამენტში არშესვლა მოდაშია, შეხვალ, ეშმაკი ხარ. ვფიქრობ, შესასვლელია ახლა პარლამენტში, ისე რომ წესიერად შევიდეთ იქ. ამის აზრია ის, რომ მომავალში, როდესაც საგიჟეთი მოხდება, პოლიტიკოსები, რასაც მოაწყობენ მივიდე და ვთქვა - „ხომ ვიძახდით, რომ შესასვლელი იყო პარლამენტში, არ დაგვიჯერეს, ხალხი გაიმეტეს“. მე პარლამენტში შესვლა მინდა, „ქოცების“ ოფისში სიარული კი არ მინდა. ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ამ ქვეყანაში „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს 27%, 35 დეპუტატი ჰყავთ, ჩვენ კი 3 დეპუტატი ვართ. ჩვენი წონა ერთმანეთისგან განსხვავდება.

მე ზოგადად, ქართველ ხალხთან ბევრი პრეტენზია და კრიტიკა მაქვს. როგორც შეიძლება ვერ დაინახო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეკუთვნის 27%?! „გირჩს“ მეტი ვიდრე 3%. ეს პროცესი ხომ გვაჩვენებს, რომ არ იმსახურებენ, არ უნდათ შესვლა. თუ უმრავლესობაში არ არიან, პარლამენტი არ იყოს, მათ იქით ქვეყანა დაქცეულა - ეს არის დამოკიდებულება.

ჩემი ამოცანაა ვაჩვენო „ნაციონალური მოძრაობა“, როგორ მოძრაობს ბოლო 8-9 წელია. „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლამ სადამდე მიგვიყვანა. ახლა ხომ დავინახეთ, რომ პარლამენტი გააქრეს. ისეთი პარლამენტი, სადაც ოპოზიციის წევრთა ოდენობა ისტორიაში ყველაზე მეტია. ახლა მეუბნები, რომ ამ გამქრალ პარლამენტში შევიდე?! ამ გამქრალ პარლამენტს, სამწუხაროდ, ვერ დავაბრუნებ 3%-ით, ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია.

მინდა აიღოს პასუხისმგებლობა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თუ არ შედგება, თუ ვერ მოახდენენ რევოლუციას, დარჩებიან ქუჩაში, მშივრებად დაეყრება მათი ძველი კოორდინატორები და თანამშრომელი, რომელსაც “ქართული ოცნება“ გადაიბირებს. არ მოხდება რევოლუცია, რასაც ისინი აანონსებენ, საერთოდ ვერც გაინძრევიან“, - აცხადებს ხვიჩია.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ შესაძლებელი იქნება ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე სასაუბროდ.

„ვეცდებით ჩვენ კომუნიკაციას, თუ ეს შესაძლებელი იქნება. იქნებ ისეთ რამეს უუბნება თავის თანაგუნდელებს ყველა აღფრთოვანებულია და ჩვენ გამოვიყურებით უცნაურად“, - აცხადებს ხვიჩია.

იაგო ხვიჩია ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასაც გამოეხმაურა. იაგო ხვიჩია იმედს გამოთქვამს, რომ „ქართული ოცნება“ ხუმრობის ნიჭს გამოაჩენს და უფლებამოსილებას არ შეუწყვიტავს ოპოზიციონერ დეპუტატებს.

„მე იმედი მაქვს „ქართულ ოცნებას“ აღმოაჩნდება ხუმრობის ნიჭი და ამათ საერთოდ არასდროს არ შეუწყვეტს მანდატებს. ამათ სულ უნდა ჰქონდეთ კარი ღია. როცა უნდათ, რომ პარლამენტში შევიდნენ, მანამდე ქუჩაში უნდა იყვნენ, სანამ არ ჩამოაყალიბებენ დასაბუთებულ პოზიციას პარლამენტში რაციონალურად არ შესვლასთან დაკავშირებით, რა უნდათ. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დადოს პატიოსანი წინადადება, რომელიც ადამიანებს იმას კი არ აფიქრებინებს, რომ რომელიმე მხარე განადგურდა, ან სახე ვერ შეინარჩუნა. შერიგების მიდრეკილება უნდა არსებობდეს“,-აცხადებს ხვიჩია.

იაგო ხვიჩიამ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია მას პირადი საუბრისას დაემუქრა, რის გამოც შესაძლოა, პარლამენტს მიმართოს იარაღის ტარების უფლების მოთხოვნით.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის იარაღის ლეგალიზაციის აქტივისტია და ნებისმიერ შემთხვევას იყენებს, რომ მისი მიზნების საჯარო სივრცეში გავრცელდეს.

„ჩვენ იარაღის ლეგალიზაციის აქტივისტები ვართ. ნებისმიერ შემთხვევას ვიყენებ რომ ჩემი მიზნების საჯარო სივრცეში მოხვდეს. ჩემი აზრით, იარაღის ტარების უფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ, მტერი გვერდზე გვყავს. წარმოიდგინეთ ერეკლე მეფეს ქართველი ხალხისთვის იარაღი აეყარა ლეკიანობის დროს, ამაზე უფრო გასაგები მაგალითი, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს იარაღის ტარების უფლება უნდა ჰქონდეთ, ჩემი აზრით , არ არსებობს. ამას გარდა ძალიან დაძაბული პოლიტიკური ატმოსფეროა ქვეყნის შიგნით “,-აცხადებს ხვიჩია.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება