ზაალ ანჯაფარიძე - სტაბილურობა, რომელიც დღეს გვაქვს, საკმაოდ მყიფეა - სახელმწიფოს რესურსები ულევი არ არის და ამიტომ  ხელისუფლება  ცდილობს,  თავი დაიზღვიოს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, საპარლამენტო არჩევნების ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ყოველ დღე გვიწევს თვალის დევნება, მაგრამ ფაქტია, რომ არჩევნების შემდეგ არც პოლიტიკურ სისტემას ეტყობა გამართულობა და არც პოლიტიკურ ცხოვრებას ჩაცხრომა.

ოპოზიციაქართული ოცნებისმესამედ გამარჯვებას აპროტესტებს, პარლამენტში არ შედის და ვადამდელ არჩევნებს კატეგორიულად ითხოვს. ამ პროცესების ფონზე პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა ქართულიქართული ოცნებისლიდერმა ივანიშვილმა, რომელმაც თავისმემკვიდრედირაკლი კობახიძე და მისივე კადრებით დაკომპლექტებული მთავრობა დაგვიტოვა, რომელსაც ახლა უწევს ივანიშვილის გარეშე გადაწყვეტილებების მიღება.

როგორ შეაფასებდით არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ჩამოყალიბებულ იმ პოლიტიკურ სურათს, რომელშიც ქვეყანა არჩევნების შემდეგაა აღმოჩენილი?

- იმისათვის რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სრულყოფილი სურათი დავინახოთ, ბოლო და ბოლოსწინა არჩევნების შედეგებს შევადარებ.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5% ბარიერის პირობებში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 48, 7% ხოლო „ნაცმოძრაობამ“ -27,11%. ხოლო 2020 წლის არჩევნებზე 1% ბარიერის პირობებში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 48, 22% ხოლო „ნაცმოძრაობამ“ -27,18% . როგორც ხედავთ, ორივე არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების გადანაწილება ამ ორ პარტიაზე თითქმის მსგავსი პროპორციით მოხდა იმ მცირე განსხვავებით, რომ ამომრჩეველთა უფრო მაღალი აქტივობის გამო, 2020 წელს თითოეულმა უფრო მეტი ხმა აიღო.

2016 და 2020 წლების ორმა საარჩევნო ციკლმა გვიჩვენა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი დარჩა ორპოლუსიანი და ამ მოცემულობის ცვლილების პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს.

2016 და 2020 წლების ორმა საარჩევნო ციკლმა გვიჩვენა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი დარჩა ორპოლუსიანი და ამ მოცემულობის ცვლილების პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს

ამ ორი პარტიის მიერ აუთვისებელი 25%-დან ლომის წილი სავარაუდოდ უნდა წასულიყო ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ძალისკენ, რომელიც ამ არჩევნებისთვის ვერ ჩამოყალიბდა. „ლელოს“ მცდელობა შემდგარიყო ასეთ ძალად, ფუჭი აღმოჩნდა.

1% ბარიერის პირობებში ეს აუთვისებელი ხმები გადანაწილდა წვრილ პარტიებზე და ბარიერგადალახულ 9 პარტიას უნდა შეექმნა მრავალპარტიული პარლამენტი, რაც იყო კიდეც მიზანი მმართველოს საპარლამენტო მოდელზე გადასვლის.

თუმცა, ცალკეულ პარტიათა ბოიკოტის გამო ეს საფრთხის ქვეშ დგას და ქმნის ნიადაგს პოლიტიკური კრიზისისთვის. ეს კრიზისი შეიძლება გაღრმავდეს, თუკი პოლიტიკური კონსენსუსი ვერ შედგა და პროტესტმა ქუჩაში გადაინაცვლა.

ამას დაემატა პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამწვავება და ამის ნიადაგზე ხალხის უკმაყოფილება. ის სტაბილურობა, რომელიც დღეს გვაქვს საკმაოდ მყიფეა, სახელმწიფოს და ხელისუფლების რესურსები კი ულევი არ არის.

ის სტაბილურობა, რომელიც დღეს გვაქვს საკმაოდ მყიფეა, სახელმწიფოს და ხელისუფლების რესურსები კი ულევი არ არის

რამდენად ეფექტურად იმუშავებს „ქართული ოცნება“ როგორც მმართველი პარტია ივანიშვილის გარეშე, ამის ექსპერტული შეფასება შეგვეძლება დაახლოებით 100 დღეში, როდესაც ვნახავთ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ შედეგებს. თუმცა, გარკვეული პერიოდი საზოგადოებაში ალბათ იქნება განცდა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან შორს არ წასულა და არც მის მიერ შექმნილი პარტიისთვის გაუშვია ხელი.

ბოიკოტის თუ საბოტაჟის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ქმედებების ლოგიკა კი გაუგებარია არა მხოლოდ ანალიტიკოსებისათვის, მგონი მათ ამომრჩეველსაც კი არ ესმის კარგად, რაც ნაწილობრივ დაადასტურა კიდეც NDI-ს გამოკითხვამ.

სამწუხაროდ, გვიწევს იმის კონსტატაცია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დონე საკმაოდ დაბალია, რაც თავის მხრივ არის ბევრი სხვა პრობლემის მიზეზი.

სამწუხაროდ, გვიწევს იმის კონსტატაცია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დონე საკმაოდ დაბალია, რაც თავის მხრივ არის ბევრი სხვა პრობლემის მიზეზი

- მას შემდეგ რაც ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, გახშირდა საუბრები, რომ მმართველ გუნდში ძალთა ბალანსი დაირღვა ირაკლი კობახიძის სასარგებლოდ, რაც პარტიაში ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.

თუ კობახიძემ ივანიშვილი ჩაანაცვლა, რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება მტკიცება, რომ მმართველი გუნდი ერთიანობას შეინარჩუნებს?

- როდესაც ივანიშვილი პარტიაში დაბრუნდა იქ შექმნილი მდგომარეობის გამო, ჩემი დაკვირვებით მან დიდწილად მოახერხა ნეგატიური პროცესების შეჩერება და მისი წასვლის შემდეგ პარტიაში დატოვა ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმები.

ამაში დასარწმუნებლად საკმარისია გადაავლოთ თვალი თუნდაც განახლებული პოლიტსაბჭოს და პარტიის სამდივნოს პერსონალურ შემადგენლობას. „ქართული ოცნებას“ ბუნებრივია სურს რომ ხელისუფლებაში ყოფნის მესამე ვადა ბოლომდე ჩაამთავროს. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ გუნდი სასიცოცხლოდ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ პარტიის შიგნით წარმოქმნილ უთანხმოებებს, რაც გარდუვალია პარტიულ ცხოვრებაში, არ მისცეს ფართო გასაქანი.

„ქართული ოცნების“ გუნდი სასიცოცხლოდ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ პარტიის შიგნით წარმოქმნილ უთანხმოებებს, რაც გარდუვალია პარტიულ ცხოვრებაში, არ მისცეს ფართო გასაქანი

- მმართველი გუნდის წევრების განმარტებით არანაირი საფუძველი არ არსებობს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად და ქვეყანაში არა პოლიტიკური კრიზისი, არამედ პარტიების კრიზისია.

ფაქტია, რომ როცა ოპოზიცია მეხუთე რაუნდის მოლოდინში იყო, სახელისუფლებო გუნდს დრო არ დაუკარგავს და შეძლო ოპოზიციური სპექტრიდან დაეთანხმებინა პარლამენტში შესვლაზე გარკვეული ნაწილი.

მეტიც, მათ რომ პარლამენტში გაუადვილდეთ საქმიანობა რეგლამენტში ცვლილებებიც კი მოამზადა.

ამ ფონზე ოპოზიციამ კიდევ ერთხელ მოუწოდაქართულ ოცნებასელჩების მოდერაციით მონაწილეობა მიიღოს მეხუთე რაუნდში. ისეთი პირი უჩანს, „ქართული ოცნებაარც იმათთან აპირებს ელჩების მონაწილეობით დიალოგსა და საარჩევნო ცვლილებებზე დაპირების გაცემას ვინც პარლამენტში არ შედის და არც იმათთან, ვინც პარლამენტში შესვლაზე თანახმაა.

რჩება შთაბეჭდილება, რომქართული ოცნებაარც პარლამენტში შესული დეპუტატებისთვის აპირებს უფლებამოსილების შეწყვეტას. ან სურს, ეს პროცესი იქამდე გააჭიანუროს, ვიდრე კიდევ არ დაითანხმებს ოპოზიციიდან რომელიმე დეპუტატებს, ვინც უარი თქვა უფლებამოსილების შესრულებაზე და მათთვის რეგლამენტით აქამდეც უნდა შეეწყვიტა უფლებამოსილება.

თქვენი როგორ შეაფასებდით ამ პროცესშიქართული ოცნებისმიერ გადადგმულ ნაბიჯებს?

- ხელისუფლებაში ყოფნის მანძილზე „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გვიჩვენა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ლავირების და მოქნილობის მეტი მზაობა და უნარი გააჩნია და შეუძლია კრიტიკულ სიტუაციებში არაპოპულარულ გადაწყვეტილებებზეც კი წავიდეს, თუკი იცის, რომ აქედან სარგებელი უფრო მეტი ექნება ვიდრე ზარალი.

გაიხსენეთ, თუნდაც გასული წლის 8 მარტის ცნობილ შეთანხმებასთან დაკავშირებული პერიპეტიები, ვინ დარჩა საბოლოოდ მოგებული?!

თუ მაგალითად, ამ დღეებში ილიჩოვას და მელაშვილს პატიმრობას გირაოთი შეუცვლიან და გამოუშვებენ, ეს სავარაუდოდ გაზრდის იმის შანსებს, რომ კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში, რაც ძალიან სჭირდება „ოცნებას“.

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ერთის მხრივ ცდილობს საკუთარ ამომრჩევლის წინაშე ცუდად არ გამოჩნდეს და პრინციპულობა გამოიჩინოს, და მეორე მხრივ ცდილობს საერთაშორისო პარტნიორებს აჩვენოს, რომ ყველაფერს აკეთებს ოპოზიციასთან კონსენსუსის მისაღწევად. ის ტოლერანტობის დემონსტრირებას ახდენს იმით, რომ თავისუფალი კენჭისყრა გამოაცხადა ოპოზიციური დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაზე. ამით მერყევ ოპოზიციონერებს კიდევ ერთი სიგნალი მისცა.

„ქართული ოცნება“ ერთის მხრივ ცდილობს საკუთარ ამომრჩევლის წინაშე ცუდად არ გამოჩნდეს და პრინციპულობა გამოიჩინოს, და მეორე მხრივ ცდილობს საერთაშორისო პარტნიორებს აჩვენოს, რომ ყველაფერს აკეთებს ოპოზიციასთან კონსენსუსის მისაღწევად. ის ტოლერანტობის დემონსტრირებას ახდენს იმით, რომ თავისუფალი კენჭისყრა გამოაცხადა ოპოზიციური დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაზე. ამით მერყევ ოპოზიციონერებს კიდევ ერთი სიგნალი მისცა

ის რაც „ქართულმა ოცნებამ“ სასწრაფოდ უნდა გამოასწოროს, ეს გახლავთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია, მისი სხვადასხვა სოციალური და ასაკობრივი ჯგუფების პრობლემების, წუხილების და მოთხოვნების უფრო სიღრმისეულად შესწავლა და მათზე რეაგირება, ისე როგორც ამას საზოგადოება ელოდება.

მესმის, რომ პანდემიის წნეხის პირობებში ეს რთულია, მაგრამ სოციალური პროტესტის ჩახშობა კიდევ უფრო რთული იქნება. საკამათოა ის დამკვიდრებული პარადიგმა, რომ ქართველები სოციალური პრობლემების გამო ქუჩაში არ გამოდიან.

საკამათოა ის დამკვიდრებული პარადიგმა, რომ ქართველები სოციალური პრობლემების გამო ქუჩაში არ გამოდიან

- „ჯეოქეისისმკვლევარი გიორგი ანთაძე აბსოლუტურად უპერსპექტივოდ მიიჩნევს ოპოზიციის მხრიდან დღეს არჩეულ სტრატეგიას, ვინაიდან ისინი ვერც მოსახლეობის მხარდაჭერის მობილიზაციას ახერხებენ და არც საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ არჩევნები გაყალბდა.

კონსტიტუციონალისტისა და პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით - „თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, მალე ერთპარტიული პარლამენტს კი არა, ერთპარტიულ ქვეყანას მივიღებთ“.

თუქართული ოცნებისმმართველობის პირობებში რამე არ შეიცვალა, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ერთპარტიული პარლამენტის გარდა მთელი ქვეყანა აღმოჩნდეს ერთპარტიული?

- ჯერ ერთი, პარლამენტი ფორმალურად უკვე აღარ არის ერთპარტიული და არის ალბათობა, რომ იქ კიდევ ერთი პარტია შევიდეს.

მეორეც, როგორ უნდა გახდეს ქვეყანა ერთპარტიული, როდესაც არც არჩევნებში ბარიერგადალახულ პარტიებს შეუწყვეტიათ არსებობა და ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიებიც აგრძელებენ ფუნქციონირებას. ასე რომ ამ მოსაზრებებს ბოლომდე ვერ გავიზიარებდი.

- ოპოზიციის მტკიცებით, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა კი არ ქმნის, არამედ ისიც, რომ ის, ვის გამოც ამომრჩეველმა ხმაქართულ ოცნებასმისცა, მხედველობაში მაქვს ბატონი ივანიშვილი, მან ქართული პოლიტიკური სცენა დატოვა.

მას შემდეგ რაც პოლიტიკოსებს არჩევნებით ირჩევენ, ძნელად თუ მოიძებნება პოლიტიკის ისტორიაში მაგალითი, როცა ვინც აირჩიეს, ის პოლიტიკიდან წავიდა და პოლიტიკური ვაკუუმი არ შექმნილიყო.

რა განცხადებებიც არ უნდა აკეთოს მმართველმა გუნდმა, თუ პოლიტიკური კრიზისის არა, ლიდერების თვალსაზრისით პოლიტიკური ვაკუუმის ნიშნები აშკარად გვაქვს.

როგორც ჩანს, სწორად ბრძანა ქალბატონმა თეა წულუკიანმა როცა თქვა - „ივანიშვილის გარეშეოცნებისლეგიტიმურობა და რეიტინგი ადგილობრივ არჩევნებზე გაიზომება“, მაგრამ ვხედავთ, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ოპოზიცია არც ადგილობრივ არჩევნებზე არ პირებს მონაწილეობის მიღებას.

იმ მოცემულობაში რომელშიც იმყოფება მმართველი გუნდი და ოპოზიცია, რა შეიძლება იყოს გამოსავალი იმისათვის, რომ მოვლენები ქვეყანაში არასასურველი სცენარებით არ განვითარდეს?

- ის რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ოპოზიციისთვის გახდა ახალი „არგუმენტი“ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნისთვის, ქართული პოლიტიკური კულტურის უმწიფრობის მორიგი კომიკური გამოვლინებაა.

კი, რა თქმა უნდა, ივანიშვილის ფაქტორმა შეასრულა თავის მნიშვნელოვანი როლი არჩევნების შედეგებში, მაგრამ არ მგონია რომ ის ყოფილიყო გადამწყვეტი. ხალხმა „ქართული ოცნება“ დატოვა ხელისუფლებაში მესამე ვადით უფრო იმიტომ, რომ სწორედ მასში ხედავს ჯერჯერობით იმ ძალას, რომელსაც ხელეწიფება არ დაუშვას ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება.

რაც შეეხება არასასურველი სცენარების თავიდან აცილებას, ის, რასაც შეიძლება მე მივიჩნევდე არასასურველად, ვგულისხმობ დესტაბილიზაციას და რევოლუციის მცდელობას, სხვებისთვის შესაძლოა ძალიანაც სასურველი იყოს, რადგანაც ერთადერთი გზაა ხელისუფლების დაუფლების და დაკარგული პრივილეგიების დაბრუნების.

კონფლიქტის პრევენციის ან უკუქცევის საუკეთესო საშუალება შედეგზე და კონსესუსზე ორიენტირებული მოლაპარაკებებია. სამწუხაროდ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პროდუქტიული მოლაპარაკებების შანსები სულ უფრო მცირდება. ოპოზიციის ლოგიკას ვერ იგებენ და ვერ იზიარებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც და ეს აისახა კიდეც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციაში, რომელშიც ღრმა წუხილია გამოთქმული ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირების გამო.

ოპოზიციის ლოგიკას ვერ იგებენ და ვერ იზიარებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც და ეს აისახა კიდეც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციაში, რომელშიც ღრმა წუხილია გამოთქმული ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირების გამო

შესაბამისად, იმისათვის რომ „ცხელ თავებს“ არ მიეცეთ საშუალება ქვეყანა დესტაბილიზაციისკენ წაიყვანონ, მთავარია სახელმწიფო ინსტიტუტები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, ხელისუფლებამ მეტად გაითავისოს საზოგადოების პრობლემები და საზოგადოება, რომელსაც არ სურს დესტაბილიზაცია, იყოს კონსოლიდირებული და არ იყოს პასიური მაყურებლის როლში.

- დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, ახლა ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ შეძლებს გამოწვევებთან გამკლავებას ივანიშვილის გარეშე დარჩენილიქართული ოცნება“.

იმავე დამკვირვებელის აზრით, ოპოზიციას პარლამენტში შესვლით არ უნდა გაიზიაროს პასუხიმგებლობა მმართველ გუნდთან ერთად იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე რეალურად დგას.

ხელისუფლების წარმომადგენლები ოპტიმისტურ განცხადებებს კი აკეთებენ, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც ხელისუფლება, ისე ქვეყანა და მთელი საზოგადოება უდიდესი პრობლემების წინაშე დგანან.

ხალხი ხელისუფლებისგან შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნას ითხოვს და მას იმის გამო აკირიტიკებს, რომ პანდემიის მენეჯმენტი ძირითადად ხალხის მოძრაობის შეზღუდვებზეა დამოკიდებული, რის გამოც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი და ხელისუფლების მიერ დაანონსებული თვეში 200 ლარის მათთვის დარიგება სურათს არ ცვლის.

როგორ შეაფასებდით პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ისინი?

- მახსოვს, სადღაც წავიკითხე შემთხვევა, ერთ ერთი ავიაკომპანიის რეისის რამდენჯერმე გადადების გამო მგზავრებში, რომლებსაც ყველას თავიანთ საქმეებზე ეჩქარებოდათ, აგრესიამ იმატა და სერიოზული კონფლიქტი მწიფდებოდა.

მაშინ, ავიაკომპანიის ერთ-ერთმა საზრიანმა თანამშრომელმა მგზავრები შეკრიბა, სიტუაცია აუხსნა და გამოუცხადა რომ მათი მხრიდან ყველაფერი კეთდებოდა პრობლემის მოსაგვარებლად. მეტიც, ის მათ დაჰპირდა, რომ ყოველ საათში შეკრებდა დათქმულ ადგილას და საქმის კურსში ჩააყენებდა თუ როდის შედგებოდა რეისი. მისმა ქცევამ კონფლიქტი განმუხტა.

ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, როგორც მოგახსენეთ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს საგანგებო ზომების დროს, სწორი და ხშირი კომუნიკაცია ადამიანებთან და ინტერესთა ჯგუფებთან, რომლებთაც ყველას კონკრეტული ინტერესები და წუხილები აქვთ. თუ მათ საკუთარ პრობლემებთან და წუხილებთან მარტო დატოვებ, დიდია ალბათობა, რომ ამან კონფლიქტოგენური გარემო შექმნას.

ამ დღეებში ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და ლიდერების ღიად გაცხადებული განზრახვა, რომ პანდემიით შეჭირვებული ადამიანები ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გამოიყვანონ, და გასაგებია რა მიზნითაც.

ამ ხელისუფლებას წილად ხვდა ქვეყნის მართვა პანდემიის პირობებში, რის გამოცდილებაც მას არ ჰქონია და რა თქმა უნდა, ეს პროცესი ვერ იქნებოდა თავისუფალი შეცდომებისგან, ეს გარკვეულწილად აღიარეს ჩვენმა მთავარმა ეპიდემიოლოგებმაც. ყველა ის პრობლემა რაც თქვენ ჩამოთვალეთ ნამდვილად სახეზეა და მოქალაქეები, ჩემის ჩათვლით, მზარდ დისკომფორტს ვგრძნობთ შეზღუდვებისგან. ჩემის აზრით, ხელისუფლება რომელსაც ერთხელ უკვე გაექცა ხელიდან პანდემიაზე კონტროლი ეხლა ცდილობს თავი დაიზღვიოს.

ჩემის აზრით, ხელისუფლება რომელსაც ერთხელ უკვე გაექცა ხელიდან პანდემიაზე კონტროლი ეხლა ცდილობს თავი დაიზღვიოს

რაც შეეხება მის მიერ პანდემიის მართვის ეფექტურობას, ამას ერთიანი შეფასება სჭირდება. თუმცა მიკრომენეჯმენტის დონეზე ვფიქრობ მაინც კიდევ არაერთი კომპონენტია გამოსასწორებელი, მაგალითად ონლაინ აპლიკაციების და ცხელი ხაზების მუშაობა.

აუცილებლად მინდა შევეხო ყველაფერის ერთბაშად გახსნის პოპულისტურ მოწოდებებს. ეს ჩემი გადმოსახედიდან საფრთხის შემცველია, მითუმეტეს, რომ მაგალითად გვაქვს ზაფხულში შეზღუდვების მასობრივი შემსუბუქების მძიმე შედეგი.

აუცილებლად მინდა შევეხო ყველაფერის ერთბაშად გახსნის პოპულისტურ მოწოდებებს. ეს ჩემი გადმოსახედიდან საფრთხის შემცველია, მითუმეტეს, რომ მაგალითად გვაქვს ზაფხულში შეზღუდვების მასობრივი შემსუბუქების მძიმე შედეგი

სხვა ქვეყნებში ჩვენსაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები წესდება. არგუმენტი, რომ იქ მოსახლეობას დანაზოგები აქვს, ხოლო ჩვენთან კი არა, და ამიტომ უნდა გავხსნათ ყველა ეკონომიკური ობიექტი, არ მგონია ბოლომდე სწორი. კორონავირუსი არსად წასულა, ის ჩვენს გვერდით დადის. მეტიც, მისი ახალი და უფრო ვირულენტური შტამები იბადება.

- ფაქტია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზულ ცვლილებებს საქართველო შიდა პოლიტიკაში დაულაგებელი და ბევრი თვალსაზრისით არამდგრადი ვითარებით ხვდება.

მხედველობაში მაქვს სამხრეთ კავკასიაში შეცვლილი ვითარება, აშშ-ში ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ მსოფლიო პოლიტიკაში გაჩენილი მოლოდინები, ასევე სამხრეთ კავკასიაში ანკარის, მოსკოვისა და თეირანის გააქტიურება.

ქართველ ექსპერტთა უმრავლესობა იმედს გამოთქვამს, რომ აშშ შეეცდება ჩვენს რეგიონში ანკარისა და მოსკოვის დაბალანსებას.

მეტიც, გიორგი ანთაძე თვლის, - „საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ.“

ბაიდენსა და პუტინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. მათ ბევრ რამეზე კი ისაუბრეს, მაგრამ საქართველოზე არ უსაუბრიათ.

ის, რომ ბაიდენსა და პუტინს საქართველოზე არ უსაუბრიათ, ეს შეიძლება ნიშნავდეს - ხელისუფლებამ ვაშინგტონთან არასაკმარისად იმუშავა, თუ იმას, რომ ვაშინგტონს ისევე არ სცალია საქართველოთვის, როგორც საქართველო ვერ იცლის თავისივე საფრთხეებისთვის?

- საგარეო-პოლიტიკურ თემებზე შეფასებებში ზედმეტად ხშირად გვხვდება სიტყვა „უნდა“ და ძალიან იშვიათად „როგორ“ და „რატომ.“ არადა, საზოგადოება ექსპერტებისგან და ანალიტიკოსებისგან სწორედ ამაზე ელოდება პასუხს.

დიახ, საქართველო ითვლება აშშ-ს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ რატომ არ მოხვდა საქართველო ჯო ბაიდენსა და პუტინის სატელეფონო საუბრისას განხილულ თემებში? სავარაუდოდ იმიტომ, რომ აშშ-სთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტულ თემების ჩამონათვალში უკრაინა დგას ჩვენზე წინ.

ეს თუნდაც იმიტომ, რომ დღეს იქ ისვრიან, შეიარაღებული კონფლიქტის განახლების ალბათობა, გამომდინარე შედეგებით, გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე საქართველოში და არის კიდევ არაერთი ფაქტორი, რის გამოც უკრაინა უფრო მეტად არის დღეს დასავლეთის ყურადღების ფოკუსში ვიდრე საქართველო.

ყარაბაღის ომის შედეგების გამო სამხრეთ კავკასიაში მომხდარი ცვლილებებით ჩვენთვის საფრთხეები გაიზარდა, მაგრამ შესაძლებლობებიც გაჩნდა. ამ დროს კი ჩვენი პოლიტიკური სპექტრი რით არის დაკავებული?! მისი ერთი ნაწილი ქვეყანაში სიტუაციის შერყევასა და რევოლუციაზე ფიქრობს!

როდესაც იძლევიან რეკომენდაციას, რომ საქართველომ სრულად უნდა აითვისოს კავკასიაში დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორის ფუნქცია, ისიც უნდა ვთქვათ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ურთიერთხელსაყრელი პირობებით. აქ ძალიან ბევრი და რთული ნიუანსია.

მაგალითად, წინა ხელისუფლება თავისებურად ცდილობდა ამის გაკეთებას და შედეგიც ვიცით. ამჟამინდელ ხელისუფლებას განსხვავებული მიდგომა აქვს. ძალიან ფართო თემაა და მოკლე ინტერვიუში ვერ გაშლი.

ჩემი მოკრძალებული აზრით, რაც უფრო მეტი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან დაცულობის გარანტიები, მით უფრო მეტად აქტიურები ვიქნებით ჩვენი და მათი ინტერესების დაცვაში რეგიონში, სადაც ყარაბახის მეორე ომმა გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური სიტუაცია შეცვალა.

ყარაბაღის ომის შედეგების გამო სამხრეთ კავკასიაში მომხდარი ცვლილებებით ჩვენთვის საფრთხეები გაიზარდა, მაგრამ შესაძლებლობებიც გაჩნდა. ამ დროს კი ჩვენი პოლიტიკური სპექტრი რით არის დაკავებული?! მისი ერთი ნაწილი ქვეყანაში სიტუაციის შერყევასა და რევოლუციაზე ფიქრობს!

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა