წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ30-კმ31 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება და მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში უახლოეს საათებში გაიხსნება.

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქუთაისი (ჭომა) -ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზაზე (კმ30-კმ31) მეწყერის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა 1 საათის განმავლობაში აკრძალული იყო. მოძრაობა, ალტერნატიული გზით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ33 მონაკვეთზე არსებული სოფ. დერჩის და სოფ. მექვანას გავლით ხორციელდებოდა“,-აცხადებენ უწყებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო