ბათუმში, შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, აქცია გაიმართა

“ქვეყანაში შეზღუდვები სრულად უნდა მოიხსნას”, - ამ მოთხოვნით ბათუმში ევროპის მოედანზე მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მათი განცხადებით, აჭარაში პირველი თებერვლიდან შეზღუდვები ნაწილობრივ იხსნება, რაც არასაკმარისია.

“სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში გამართული აქციის მონაწილეებს. ვითხოვთ, რომ ქვეყანა გაიხსნას. ჩვენთვის გაუგებარია, რას ემსახურება “კომენდანტის საათი”, რატომ არ უნდა გაიხსნას რესტორნები და ფიტნეს-კლუბები. არაა დამაჯერებელი განმარტებები, რა სარგებლობა მოაქვს ამ ყველაფერს პანდემიის მართვაში. აუცილებელია ეკონომიკის აღდგენა,"- განაცხადეს ევროპის მოედანზე შეკრებილებმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო