ზუგდიდის მერი - ჩამონგრეულ ობიექტზე მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი დეკემბერში გადაეცათ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია ე.წ საკონსერვოს უბანში მდებარე საერთო საცხოვრებლის ჩამონგრევის ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჩამონგრეულ ობიექტზე მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი დეკემბერში გადაეცათ.

მისივე თქმით, ოჯახები გადაბარგების პროცესში იყვნენ.

„აღნიშნულ ობიექტზე მცხოვრებ დევნილ ოჯახებს დევნილთა სააგენტომ დეკემბრის თვეში გადასცა ბინები. ოჯახები იყვნენ გადაბარგების პროცესში. უმეტესი მათგანი იყო გადასული. ერთადერთი ოჯახი იყო დარჩენილი, რომელსაც სურდა სოფლად სახლის პროგრამით მიეცათ სახლი და ამაზეც იყო დადებითი გადაწყვეტილება მიღებული. აღნიშნულ ობიექტზე, გამომდინარე იქედან, რომ იყო მესამე მეოთხე კატეგორიის ნგრევადი ობიექტი, ყველა ოჯახი იყო დაკმაყოფილებული.

მოხდა შენობის ნგრევა, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის და ახლა მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. აღნიშნული ოჯახი მონიტორინგის დროს, როგორც დევნილთა სამინისტრო აღნიშნავს არ იმყოფებოდა ადგილზე, როგორც კი ჩამოვიდა ოჯახი, მოხდა მათი მხრიდან განცხადების შეტანა, სოფლად სახლის პროექტში და მათზე არის მიღებული დადებითი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს