ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი - თუ ხელისუფლება 1-ელ თებერვალს არ წარმოადგენს გეგმას, რაც ბიზნესსექტორის ამუშავებას გულისხმობს, დავიწყებთ დაუმორჩილებლობას

თუ ხელისუფლება 1-ელ თებერვალს, სამუშაო დროის დასრულებამდე არ წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, რაც რეგულაციების მოხსნას და ბიზნესსექტორის ამუშავებას გულისხმობს, ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენთან ერთად დგანან, მუშაობას დავიწყებთ დაუმორჩილებლობაზე, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან რეგულაციების გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენელმა ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა, რითაც ბიზნესსექტორის ერთობლივი განცხადება გააცნო საზოგადოებას.

მისი თქმით, მათ მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ.

“გვითხრეს, რომ პირველი თებერვალი იყო ის ზღვარი, როდესაც გაიხსნებოდა ქვეყანა, ტრანსპორტი აღდგებოდა, სკოლები გაიხსნებოდა და ბიზნესი განაახლებდა მუშაობას. 1-ელ თებერვლამდე დარჩენილია 2 დღე.

პირდაპირ ვაცხადებ, ორშაბათამდე, 1-ელ თებერვალს თუ ხელისუფლება არ დადებს კონკრეტულ გეგმას, თუ მათი ბრიფინგიდან ამის შესახებ ვერ და არ მოვისმინეთ, მაშინ ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი, რესტორნები, სატრანსპორტო კომპანიები, სასტუმროები და სხვადასხვა დაწესებულებები დავიწყებთ მუშაობას დაუმორჩილებლობაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ აღარ მივაქცევთ ყურადღებას ამ რეგულაციებს. თუ ჩვენ გეგმის შესახებ ვერ მივისმენთ სწორედ ორშაბათს, დაიწერება სოციალურ ქსელში ჩვენი მოქმედების შესახებ და დავიწყებთ მასობრივ დაუმორჩილებლობას, რომელიც არ გვინდა. ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ”, - განაცხადა ალექსანდრე გიორგაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებმა რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით აქცია გამართეს. მათი თქმით, დაწესებულმა შეზღუდვებმა ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია