ზუგდიდში, შენობის ნანგრევებში მოყოლილი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ზუგდიდში, შენობის ნანგრევებში მოყოლილი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის ამ დრომდე ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, პაციენტს დაზიანებები არ აღენიშნებოდა, გარდა კანზე ექსკორაციებისა.

მისივე ინფორმაციით, გოგონას კვლევები განმეორებით ჩაუტარდება და მას შემდეგ გადაწყდება მისი ბინაზე გაწერა.

ცნობისთვის, დღეს ზუგდიდში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 წლის ბავშვი გამოიყვანეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო