ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელსაც „კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზები მიეწოდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი ზუსტი რაოდენობა „ფაიზერის“ ვაქცინის, რომელსაც საქართველო თებერვლის ბოლომდე მიღებს.

როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელსაც „კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზები მიეწოდება.

„დადასტურდა, რომ საქართველო თებერვლის განმავლობაში მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას. დოზების რაოდენობა დაზუსტებით გვეცოდინება ხვალ ან ზეგ, წერილი იქნება. ეს იყო მხოლოდ შეტყობინება, რომ საქართველო აღმოჩნდა იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც „კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზები მიეწოდება.

როგორც არის ჩვენი გეგმა, აიცრება სამედიცინო პერსონალი. დაახლოებითი რაოდენობა დოზების, რაც მე მაქვს ინფორმაცია, იქნება 30 ათასამდე“,-აცხადებს გამყრელიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები თებერვლის ბოლომდე შემოვა.

მთავრობის მეთაური საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს მადლობას უხდის.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა