ხობის მუნიციპალიტეტში ავტომობილი ხეს დაეჯახა, დაღუპულია ერთი ადამიანი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. მანქანაში სამი პირი იმყოფებოდა, მათ შორის ცოლ-ქმარი. შემთხვევის შედეგად ცოლი ადგილზე დაიღუპა, ქმარი და კიდევ ერთი პირი დაშავდნენ.

დაშავებულები სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა სახის ტრავმებით ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
როგორ იქმნება მომავლის რესტორნები მსოფლიოში? რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა რესტორატორებმა
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი წარმატების წერტილი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი