წყალტუბოს მერია - ეპარქიის მღვდელმთავართან შეთანხმებით, „ნამახვანჰესის“ ტერიტორიაზე მოსახლეობის მიერ აღმართული ჯვრის ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაბრძანება მოხდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „ნამახვანჰესის“ ტერიტორიაზე მოსახლეობის მიერ აღმართული ჯვარი ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ წყალტუბოს მერიიდან აცნობეს, ჯვრის გადატანის თხოვნით მერიას ჰესის მშენებელმა კომპანიამ მიმართა.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს „ნამახვანჰესის“ მშენებლობა, რომელსაც სახელმწიფოს შესაბამისი ნებართვების საფუძველზე ახორციელებს კერძო კომპანია „ენკა“. ბოლო პერიოდის მანძილზე, მშენებლობის პროცესს თან ახლდა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ცდილობენ.

გუშინ, 30 იანვარს კომპანიამ მოგვმართა თხოვნით, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, უსაფუძვლო ქსენოფობიური და ეთნიკური სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, მუნიციპალიტეტს მოეხდინა მათ კერძო ტერიტორიაზე, სამშენებლო მოედანზე უკანონოდ აღმართული ჯვრის გადატანა.

მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა შექმნილი ვითარება და 30 იანვარს საღამოს, ეპარქიის მღვდელმთავართან შეთანხმებით, მოხდა ჯვრის გადაბრძანება ქალაქ ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარში.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ყველას მოუწოდებს, დაიცვან პროტესტის მშვიდობიანი ფორმები და აქციის მონაწილეები არ გაცდნენ კანონით განსაზღვრულ ფარგლებს", - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:წყალტუბოს მერიის ინფორმაციით, ნამახვანჰესის ტერიტორიაზე აღმართული ჯვარი ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაიტანეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა