ქუთაისში კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა

"გაიხსნას ქვეყანა", "მოიხსნას კოვიდრეგულაციები"- ამ მოთხოვნებით ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა.

მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ.

მათი თქმით, თუ შეზღუდვები დროულად არ მოიხსნება, ეკონომიკა საბოლოდ განადგურდება.

აქციის მონაწილეებმა მერიასთან გალია მიიტანეს, რომელშიც სიმბოლურად ის სფეროები იყო მოთავსებული, რომელთა დროულ გახსნასაც მოითხოვენ.

"შევიკრიბეთ მერიასთან და ვითხოვთ, მოიხსნას შეზღუდვები. ეს რეგულაციები მძიმედ აისახება ეკონომიკაზე და შესაბამისად, თითოეულ მოქალაქეზე. მოვიტანეთ გალია, რომელიც სიმბოლურად არის მოთავსებული სხვადასხვა სფეროები, რომლებიც ხელისუფლებას ჩაკეტილი აქვს. ხელისუფლებას არ შეუძლია, პანდემიის მართვა და გამოსავალი ქვეყნის ჩაკეტვაში იპოვა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

იხილეთ ვიდეო:ქუთაისში კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს