ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას ხვალიდან განაახლებს

პირველი თებერვლიდან ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები და საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებებს სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩაუტარდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელები.

"სადეზინფექციო ღონისძიებები ტრანსპორტში ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება. მუნიციპალურ ავტობუსებში ასევე არის განთავსებული დისპენსერები, ხოლო ელექტრო ავტობუსებში დამატებით, თერმოსკრინინგის აპარატები.

ავტობუსები ქალაქში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 07:00-დან საღამოს 21:00 საათამდე, მიკროავტობუსები კი, დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე იმოძრავებს. შეგახსენებთ, რომ აკრძალულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლა და ფეხზე დგომით მგზავრობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:1 თებერვლიდან ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო